სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 3
510
1116
181924
252930 

2022-09-14 - თვალის მიკროქირურგიის ჯავრიშვილის კლინიკა ,,ოფთალმიჯი”, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, მოსახლეობის უფასო გამოკვლევებს ჩაატარებს.

👁‍🗨 1️⃣5️⃣სექტემბერს, სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში (რუსთაველის 108), თვალის მიკროქირურგიის ჯავრიშვილის კლინიკა ,,ოფთალმიჯი”, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, მოსახლეობის უფასო გამოკვლევებს ჩაატარებს.

🕛 გამოკვლევების ჩატარების დრო: 1️⃣2️⃣:0️⃣0️⃣-დან 1️⃣6️⃣:0️⃣0️⃣ საათამდე.

 

Facebook   Instagram

2022-09-14 - სინფორმაციო შეხვედრა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში

🔹დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, „მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამის (DIMMA)“ ფარგლებში, სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) კოორდინატორმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ლევან ჩარკვიანმა, საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
✅შეხვედრას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სენაკის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრის ხელმძღვანელი, გიორგი ხარგელია, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ადმინისტრაციულ ერთეულებში საქმიანობის კოორდინაციის განყოფილების უფროსი, დალი შონია, მერიის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის და ქონების მართვის სამსახურის, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგნელები და ფერმერები ესწრებოდნენ,
🔹მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის მიზანია სოფლად ეკონომიკის განვითარება, კონკურენტუნარიანი, დივერსიფიცირებული და მდგრადი მერძევეობის დარგის ჩამოყალიბების ხელშეწყობის გზით.
🔹პროგრამა ითვალისწინებს მერძევეობის მიმართულებით ძირითადი საშუალებების შეძენის/შექმნის და სადაზღვევო პრემიის თანადაფინანსებას.
🔹პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება, როგორც ახალი საქმიანობის დაწყება, ასევე არსებულის გაფართოება/მოდერნიზება შემდეგი მიმართულებით/მიზნობრიობით:
✅რძის პირველადი წარმოება - შენობა-ნაგებობისა (პირუტყვის სადგომი) და ფერმის მოწყობისთვის საჭირო მცირე აღჭურვილობის თანადაფინანსება;
✅ვეტერინარია და ხელოვნური განაყოფიერება - მანქანა-დანადგარებისა და სატრანსპორტო საშუალებების თანადაფინანსება;
✅ალტერნატიული საქმიანობები ახალგაზრდებისთვის (კაცები 18-35 წელი, ხოლო ქალები 18-40 წლის ჩათვლით, შესაბამისი მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მაცხოვრებელი) - არაუმეტეს 100 კვ.მ სათბურის მოწყობის თანადაფინანსება;
✅მზის ენერგიაზე მომუშავე ელექტრო სადგურის მოწყობა (არაუმეტეს 5 კვტ სიმძლავრე) - რძის პირველადი წარმოების ბენეფიციარებისათვის;
✅სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტის/სისტემის დანერგვა - მცირე და საშუალო ზომის რძის გადამამუშავებელი საწარმოს და რძის შემგროვებელი პუნქტის ბენეფიციარებისათვის.
🔹პროგრამის ფარგლებში, არსებული ბიზნეს საქმიანობის დაფინანსება მოხდება შემდეგი მიმართულებებით:
✅რძის შემგროვებელი პუნქტი - სპეციალური სატრანსპორტო საშუალებების, მანქანა-დანადგარებისა და არსებული შენობა-ნაგებობის მოდერნიზება/რემონტის თანადაფინანსება;
✅რძის გადამამუშავებელი საწარმო - სპეციალური სატრანსპორტო საშუალებების, მანქანა-დანადგარებისა და არსებული შენობა-ნაგებობის მოდერნიზება/რემონტის თანადაფინანსება.
✅მერძევეობის მიმართულებით ახალი ან/და არსებული საწარმოს გაფართოების/მოდერნიზების/გადაიარაღების თანადაფინანსება.
🔹პროგრამა საქართველოს მთავრობისა და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) მხარდაჭერით ხორციელდება.
 

2022-09-14 - მერის მოადგილემ, ლევან ელიავამ სამუშაო შეხვედრა გამართა

სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ლევან ელიავამ, სამუშაო დღე, მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის, ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურების ხელმძღვანელებთან და სამსახურების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრით დაიწყო.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო კულტურულ-საგანმანათლებლო, სპორტისა და ახალგაზრდობის, ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილ აქტივობებს, არსებულ გამოწვევებს და მათი გადაჭრის გზებს.
მერის მოადგილის პოსტს ლევან ელიავა 12 სექტემბრიდან იკავებს და ის მუნიციპალიტეტის მერიაში კურატორობას გაუწევს განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის, ჯანდაცვის, სოციალურ, სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სფეროებს.
 

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : (995) 599 85 04 19