სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 3
510
1116
181924
252930 

2022-09-12 - მერის მოადგილის პოსტს ლევან ელიავა დაიკავებს

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ მოადგილე წარადგინა.

მერის მოადგილის პოსტს ლევან ელიავა დაიკავებს.

მუნიციპალიტეტის მერის თქმით, ლევან ელიავა არის ახალგაზრდა, კვალიფიციური, გამოცდილი, ღირსეული კადრი და ის, დღეიდან, მუნიციპალიტეტის მერიაში კურატორობას გაუწევს განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის, ჯანდაცვის, სოციალურ, სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სფეროებს.  

,,მზად ვარ საკუთარი ცოდნა და გამოცდილება, უკვე მერის მოადგილის რანგში სენაკის მუნიციპალიტეტს მოვახმარო“ - აღნიშნა ლევან ელიავამ.

მოადგილის წარდგენის პარალელურად, მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, მერიის სამსახურებისა და მუნიციპალური ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელებისგან, გასულ და მიმდინარე კვირის მანძილზე განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებთან დაკავშირებით, დეტალური ინფორმაცია მიიღო.

 

Facebook     Instagram

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : (995) 599 85 04 19