სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 3
510
1116
181924
252930 

2022-09-04 - 👉 სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი მომსახურეობის ცენტრის მიერ, ყოველდღიურ რეჟიმში, ინტენსიურად მიმდინარეობს საზოგადოებრივი ცხოვრებისთვის უმნიშვნელოვანესი სხვადასხვა სამუშაოები.

👉 სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი მომსახურეობის ცენტრის მიერ, ყოველდღიურ რეჟიმში, ინტენსიურად მიმდინარეობს საზოგადოებრივი ცხოვრებისთვის უმნიშვნელოვანესი სხვადასხვა სამუშაოები.

🌳 მუნიციპალიტეტის მასშტაბით, უწყვეტად ხორციელდება გარე განათების სისტემის მოწყობის, პარკებში, სკვერებში, ხიდებზე, ტრასებზე LED დიოდური სანათების დამონტაჟებისა და ჩართვის, არსებული ქსელის განახლების სამუშაოები.

💡ბოლო რვა თვის მანძილზე, გარე განათების ქსელი მოეწყო და თანამედროვე სისტემებით შეიცვალა ქალაქ სენაკის 1️⃣8️⃣0️⃣ ქუჩაზე.

👉ანალოგიური სამუშაოები განხორციელდა მუნიციპალიტეტის 1️⃣5️⃣-ვე ადმინისტრაციულ ერთეულში.

👉შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ 88 922 ლარი შეადგინა.

👉სენაკის მუნიციპალიტეტში, სანიაღვრე სისტემის სარეაბილიტაციო, სანიაღვრე ქსელის მოწყობისა და არხების ამოწმენდის სამუშაოები ასევე ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

👉რვა თვის მანძილზე, სანიაღვრე და საწრეტი ქსელის ამოწმენდის სამუშაოები განხორციელდა შემდეგ ლოკაციებზე:

🔹️ ქალაქად -

რუსთაველის, ჭყონდიდელის, დავით აღმაშენებლის, გამსახურდიას, ხორავას, ქიაჩელის, ტაბიძის, ასათიანის, ჩხეტიას, დედის, რუსიას, სამტრედიის, ნაროუშვილის, დემეტრე თავდადებულის, სტეფანიას, ღვინჯილიას, სტალინის ქუჩებზე, ჭავჭავაძის ქუჩის გასწვრივ, პუშკინისა და კეკელიას ქუჩების კვეთაზე, წმ. ნინოს მოედნის, ასევე შინმოუსვლელის პარკის მიმდებარედ;

🔹️სოფლად -

ხორშის, თეკლათის და ზანის ადმინისტრაციულ ერთეულებში; ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში - საყანე ფართობების გასწვრივ; ეკის ადმინისტრაციულ ერთეულში - საადამიოსა და შრომისკარის უბნებში.

👉ცენტრის მიერ, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ხორციელდება პარკებისა და სკვერების კეთილმოწყობა და მოვლა-პატრონობა; დაზიანებული საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების რეაბილიტაცია-აღდგენა; სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები; გრეიდერით გზების მოშანდაკება; საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენებისგან ქალაქისა და ადმინისტრაციული ერთეულების დასუფთავება; ხიდბოგირების, სანიაღვრე ჭებისა და მილების ამოწმენდა; გამწვანება; სადღესასწაულო აქსესუარების დამონტაჟება-დემონტაჟი და სხვა მნიშვნელოვანი სამუშაოები.

✊️ საზოგადოებრივი მომსახურეობის ცენტრი, მოსახლეობის კეთილდღეობასა და სასიცოცხლო ინტერესებზე გათვლილ მრავალმხრივ საქმიანობას ყოველდღიურ რეჟიმში აქტიურად აგრძელებს.

 

Facebook     Instagram

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : (995) 599 85 04 19