სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 3
510
1116
181924
252930 

2022-09-02 - ,,განახლებული რეგიონების

🔹სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული პროგრამის ,,განახლებული რეგიონების" ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.
🔹ამ ეტაპზე, მიმდინარეობს რუსთაველის ქუჩაზე არსებული ცენტრალური პარკის მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები, რომელიც მოიცავს ფასადების რეაბილიტაციას, რეკრეაციული და დასასვენებელი სივრცეების მოწყობას.
✅პროექტის ფარგლებში, ამ დროისთვის, დასრულებულია რუსთაველის ქუჩაზე არსებული ცენტრალური სკვერის მოწყობა-რეაბილიტიციის პირველი ეტაპი.
🔹სენაკის მუნიციპალიტეტს, ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებით, ორი განახლებული, მრავალფუნქციური რეკრეაციული სივრცე შეემატება, რომელიც როგორც ახალგაზრდების, ისე უფროსი თაობისათვის, განტვირთვის, გართობის და დასვენების ადგილი იქნება.
🔹„განახლებული რეგიონების“ 4 წლიანი პროგრამა საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს. პროგრამა ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას გულისხმობს.
🔹პროგრამის დასრულების შემდეგ, ქვეყნის რეგიონებში განახლდება ცენტრალური ქუჩები, რეაბილიტირდება და მოეწყობა ახალი სკვერები და სხვა მუნიციპალური ინფრასტრუქტურა.
 

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : (995) 599 85 04 19