სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 26
713
1419
212223242627
282931 

2022-08-05 - სენაკის მუნიციპალიტეტის ყოფილი სამხედრო ქალაქის დევნილთა დასახლებაში, მრავალბინიანი კორპუსების ეზოების კეთილმოწყობის და შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარეობს

📍 სენაკის მუნიციპალიტეტის ყოფილი სამხედრო ქალაქის დევნილთა დასახლებაში, მრავალბინიანი კორპუსების ეზოების კეთილმოწყობის და შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარეობს. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობასთან ერთად, მოწესრიგდა სანიაღვრე სისტემა. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები მიმდინარე კვირას დასრულდება.
✅ დევნილთა დასახლებაში არსებული შიდა გზები ამორტიზებული იყო და მოსახლეობას გადაადგილების დროს პრობლემას უქმნიდა.
✅ პროექტი, რომლის ფარგლებში მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა, სანიაღვრე სისტემა, კეთილმოეწყო მრავალბინიანი კორპუსების ეზოები, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
 
Facebook Instagram

2022-08-05 - დევნილთა დასახლებაში ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა

სენაკის მუნიციპალიტეტში აქტიურად გრძელდება ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესი.
ე.წ. სამხედრო ქალაქში, დასრულებულია ახალი საგზაო ინფრასტრუქტურისა და სანიაღვრე სისტემის მოწყობის სამუშაოები.
ამავე ტერიტორიაზე, დევნილთა დასახლებაში, მრავალბინიანი კორპუსების ეზოების კეთილმოწყობის და შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარეობს.
სამუშაო პროცესის მიმდინარეობას საქართველოს პარლამენტის წევრი, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი, ირაკლი ხახუბია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი გუგუჩია, რწმუნებულის პირველი მოადგილე, ნინო ვიბლიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი, დავით ფაცაცია, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, მინისტრის პირველი მოადგილე, გურამ მისაბიშვილი, საკრებულოს წევრები - საბა ოდიშარია, გიგა წირწუმია და თვითმმართველობის წარმომადგენლები გაეცნენ.
დევნილთა დასახლებაში არსებული შიდა გზები ამორტიზებული იყო და მოსახლეობას გადაადგილების დროს პრობლემას უქმნიდა.
პროექტი, რომლის ფარგლებში მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა, სანიაღვრე სისტემა, კეთილმოეწყო მრავალბინიანი კორპუსების ეზოები, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები მიმდინარე კვირას დასრულდება.
 
Facebook Instagram

2022-08-05 - თეატრალური ფესტივალის სენაკური დღეები დასრულდა

სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, რეგიონული თეატრების მერვე საერთაშორისო ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფის წევრებს შეხვდა.
შეხვედრაზე, მუნიციპალიტეტის მერმა, ფესტივალის მნიშვნელობასა და ერთობლივ სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა. მან ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფის წევრებს მადლობა გადაუხადა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
რეგიონული თეატრების VIII საერთაშორისო ფესტივალმა, რომელიც ტრადიციულად, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, სენაკის მუნიციპალიტეტისა და ფოთის მერიების მხარდაჭერით იმართება, სტარტი უკვე მესამედ აიღო სენაკში.
ფესტივალმა, სენაკში, ორი დღის მანძილზე, ახალციხის (მესხეთის) პროფესიული სახელმწიფო დრამატულ, ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო, სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო და სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრებს უმასპინძლა.
თეატრალური ფესტივალის სენაკური დღეები სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი, ჯონ ბოინტონ პრისტლის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლით - ,,სტუმარი“ დასრულდა.
პრისტლის კლასიკად ქცეული ნაწარმოების ქართულ რეალობაში გადმოტანა, ხაზგასმაა იმისა, რომ ნაწარმოებში დასმულ საკაცობრიო პრობლემებს ეპოქალურმა ცვლილებებმა ვერაფერი დააკლო. პიესაში დასმული გამოწვევები მარადიულია და ყველა დროსა და სივრცეში გვხდება.
რეგიონული თეატრების VIII საერთაშორისო ფესტივალი, 8 აგვისტოს, ფოთში დაიხურება და წელს მასში მონაწილეობას 13 ქართული და უცხოური თეატრალური დასი მიიღებს.
საფესტივალო პროგრამა ძირითადად ომის თემატიკას ეძღვნება.
ფესტივალის წლევანდელი გზავნილია - #არაომს
 
Facebook Instagram

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : (995) 599 85 04 19