სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 3
911
121718
22
27 

2022-06-25 - სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

კადრები - გოგებაშვილის, ჭავჭავაძის, მშვიდობისა და აღმაშენებლის ქუჩებიდან, სადაც გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
პარალელურად, სტიქიის შედეგად დაზიანებულ ლოკაციებზე, ქალაქად და ადმინისტრაციულ ერთეულებში, სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, სტიქიის სალიკვიდაციო და აღდგენით სამუშაოებს, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ხელმძღვანელობს.
ხვალ დილიდან მოხალისეობრივი ჯგუფების ოდენობა გაიზრდება და სხვადასხვა ქუჩებზე გადანაწილდება.
 

2022-06-25 - გაწმენდითი სამუშაოები რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე

ამ წუთებში, ქალაქის რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
ადგილზე, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, საკრებულოს წევრებთან - საბა ოდიშარიასთან და გიგა წურწუმიასთან ერთად იმყოფება.
სტიქიის შედეგად დაზიანებულ ლოკაციებზე, ქალაქად და ადმინისტრაციულ ერთეულებში, სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.
24 საათიან რეჟიმში მუშაობენ მუნიციპალური სამსახურები და მოხალისეობრივი ჯგუფები.
ზარალის ზუსტი ოდენობა დგინდება.
 

2022-06-25 - სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება

ეს კადრები ჩხეტიას ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს ასახავს.
აღნიშნულ ლოკაციაზე მუშაობს ტექნიკა, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრის ჯგუფები დატბორილ კერძო სახლებს, ეზოებს და ქუჩებს შლამისა და ინერტული მასალისგან ასუფთავებენ.
ადგილზე, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, იმყოფება.
 
 
 

2022-06-25 - სტიქიის სალიკვიდაციო და აღდგენითი სამუშაოები სენაკში

კადრები - რუსთაველის, ქურდოვანიძის, თეფანიას ქუჩებიდან, სადაც ამ წუთებში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
პარალელურად, სტიქიის შედეგად დაზიანებულ ლოკაციებზე, ქალაქად და ადმინისტრაციულ ერთეულებში, სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, სტიქიის სალიკვიდაციო და აღდგენით სამუშაოებს, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ხელმძღვანელობს.
22 ივნისს, ძლიერი წვიმისა და წყალმოვარდნების შედეგად, სენაკში, ქალაქის ცენტრალური ქუჩები დაიტბორა, წყალი შევიდა საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზე.
სტიქიამ დააზარალა მუნიციპალიტეტის სოფლებიც - დაზიანდა ხიდები, შიდა გზები, დაიტბორა სავარგულები.
სტიქიის პირველივე წუთებიდანვე, მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა მუნიციპალიტეტის სამსახურები.
შეიქმნა მოხალისეობრივი ჯგუფები, რომლებიც დატბორილ კერძო სახლებს, ეზოებს და ქუჩებს შლამისა და ინერტული მასალისგან ასუფთავებენ.
გაწმენდით სამუშაოებში ჩაერთნენ მოხალისეები - სამეგრელოს მუნიციპალიტეტებიდან და „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები.
სენაკის სოფლებსა და ქალაქში მიყენებულ ზარალს ითვლის სტიქიით მიყენებული ზარალის დამთვლელი კომისია.
 

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : (995) 599 85 04 19