სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 3
911
121718
22
27 

2022-06-24 - სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მოხალისეები ჩაერთნენ

სენაკში, წყალდიდობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ეზოებისა და სახლების დასუფთავებისა და წყალმოვარდნის შედეგად მოტანილი შლამისგან გაწმენდის სამუშაოებში, სამეგრელოს მუნიციპალიტეტებიდან, მოხალისეები და „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები ჩაერთნენ.
პარალელურად, მუნიციპალური სამსახურების მიერ, სტიქიის სალიკვიდაციო და გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
ორი დღის წინ, ძლიერი წვიმისა და წყალმოვარდნების შედეგად, სენაკში, ქალაქის ცენტრალური ქუჩები დაიტბორა, წყალი შევიდა საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზე.
სტიქიამ დააზარალა მუნიციპალიტეტის სოფლებიც - დაზიანდა ხიდები, შიდა გზები, დაიტბორა სავარგულები.
 
 

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : (995) 599 85 04 19