სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 3
911
121718
22
27 

2022-06-23 - სენაკის მერი ,,ეტალონის" შესარჩევ ტურში გამარჯვებულებს შეხვდა

🔹სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსთან, გივი მისაბიშვილთან ერთად, საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის „ეტალონი“ შესარჩევი კონკურსის გამარჯვებულს, სენაკის ეტალონი მოსწავლე - 2022-ის ტიტულის მფლობელს, სკოლა ლიცეუმის მეათე კლასის მოსწავლეს, ლუკა ხარებავას და შესარჩევ კონკურში, მეორე საპრიზო ადგილზე გასულ, სკოლა ლიცეუმის მე-11 კლaსის მოსწავლეს, ნიკოლოზ ლაშქარავას შეხვდა.
მუნიციპალიტეტის მერმა სენაკელ ინტელექტუალებს მოპოვებული გამარჯვება მიულოცა და შემდგომი წარმატებები უსურვა.
ვახტანგ გადელიამ, სენაკის ეტალონი მოსწავლის ტიტულის მფლობელს, ლუკა ხარებავას, მეორე და მესამე საპრიზო ადგილებზე გასულ სენაკელ წარმატებულ მოსწავლეებს: სკოლა ლიცეუმის მე-11 კლსის მოსწავლეს, ნიკოლოზ ლაშქარავას და ჟიული შარტავას სახელობის N2 საჯარო სკოლის მე-11 მოსწავლეს, ნიკოლოზ წირქვაძეს, ერთჯერადი ფულადი ჯილდოები გადასცა.
 

2022-06-23 - სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები სენაკის მუნიციპალიტეტში

სენაკის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ წუთებშიც აქტიურად მიმდინარეობს.
ძლიერმა წვიმამ მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა.
უხვმა ნალექმა ქალაქად და ადმინისტრაციულ ერთეულში დატბორა საცხოვრებელი სახლები, ქუჩები, საკარმიდამო ნაკვეთები და სავარგულები, ჩამორეცხილია შიდა საუბნო გზები, ასევე დაზიანებულია ხიდები.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი გუგუჩია, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, ადგილობრივი თვითმმართველობისა და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები შექმნილ ვითარებას ადგილზე ეცნობიან.
მუნიციპალიტეტისთვის სტიქიით მიყენებულ ზარალს შესაბამისი კომისია შეისწავლის.
 

2022-06-23 - ამ წუთებში, ქალაქ სენაკში, ძლიერი წვიმის შედეგად დატბორვისგან დაბინძურებული და შლამისა და ინერტული მასალისგან ჩახერგილი ლოკაციები წესრიგდება.

ამ წუთებში, ქალაქ სენაკში, ძლიერი წვიმის შედეგად დატბორვისგან დაბინძურებული და შლამისა და ინერტული მასალისგან ჩახერგილი ლოკაციები წესრიგდება.
სტიქიის ადგილზე იმყოფება სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია.
მუნიციპალიტეტის სამსახურები გადაყვანილია საგანგებო რეჟიმზე.
მობილიზებულია მერიის სამსახურების წარმომადგენლებისგან შემდგარი მოხალისეთა ჯგუფები, რომლებიც ადგილზე ეხმარებიან მოსახლეობას სტიქიასთან ბრძოლაში.
მუშაობს მძიმე ტექნიკა, მიმდინარეობს ზარალის აღრიცხვისა და სტიქიის შედეგების აღმოფხვრის პროცესი.
გუშინ, ინტენსიურმა ძლიერმა წვიმამ მწვავე პრობლემები შექმნა მუნიციპალიტეტის მასშტაბით.
კოკისპირული წვიმის შედეგად დაიტბორა ქალაქის ქუჩები, საკარმიდამო ნაკვეთები და საცხოვრებელი სახლები,
ადიდებულმა ტეხურმა მწყობრიდან გამოიყვანა ლეძაძამე-კვაუთის შემაერთებელი ხიდი და ბეწვის ხიდი.
ნოქალექევის ადმინისტრაციულ ერთეულის ლეგაგუეს უბანში მდინარემ ასევე წაიღო ხიდი.
წვიმამ უშაფათის, ძველი სენაკის, თეკლათის, მენჯის, ჭალადიდის, ახალსოფლისა და ნოქალაქევის ადმინისტრაციული ერთეულებში ზიანი მიაყენა შიდა საავტომობილო გზებს, საკარმიდამო ნაკვეთებს, მოსავალს, საცხოვრებელ სახლებს.
ანალოგიური მდგომარეობაა სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებშიც.
 

2022-06-23 - სამუშაო შეხვედრა სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის ფარგლებში

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი გუგუჩია, მოადგილეებთან და სენაკის მუნიციპალიტეტის მერთან, ვახტანგ გადელიასთან ერთად, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებს შეხვდა და მათგან მოისმინა დეტალური ინფორმაცია სენაკის სოფლებში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის შესახებ.
სახელმწიფო რწმუნებული სტიქიის შედეგად დაზიანებულ ლოკაციებზე არსებულ ვითარებას სენაკის მუნიციპალიტეტის მერთან, ვახტანგ გადელიასთან ერთად, ეცნობა.
სენაკის სოფლებსა და ქალაქში მიყენებულ ზარალს დილიდან ითვლის სტიქიით მიყენეული ზარალის დამთვლელი კომისია.
სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, დეტალურად უნდა მოხდეს ყველა არსებული ზარალის აღწერა, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს გაწმენდითი და სალიკვიდაციო სამუშაოები. 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ მუნიციპალური და სამაშველო სამსახურები. ასევე შექმნილია მოხალისეობრივი ჯგუფები, რომლებიც დატბორილ კერძო სახლებსა და ეზოებს შლამისა და ინერტული მასალისგან გაასუფთავებენ.
დილიდან მოხალისეობრივი ჯგუფების ოდენობა იზრდება და სხვადასხვა ქუჩებზე გადანაწილდება.
სენაკში მუნიციპალიტეტის სამსახურები გადაყვანილია საგანგებო რეჟიმზე. ადგილზე მუშაობს მძიმე ტექნიკა.
გუშინ, ინტენსიურმა ძლიერმა წვიმამ მწვავე პრობლემები შექმნა მუნიციპალიტეტის მასშტაბით. კოკისპირული წვიმის შედეგად დაიტბორა ქალაქის ქუჩები, საკარმიდამო ნაკვეთები და საცხოვრებელი სახლები.
ადიდებულმა ტეხურმა მწყობრიდან გამოიყვანა ლეძაძამე-კვაუთის შემაერთებელი ხიდი და საფეხმავლო ე.წ. ბეწვის ხიდი. ნოქალექევის ადმინისტრაციულ ერთეულის ლეგაგუეს უბანში მდინარემ ასევე წაიღო ხიდი.
წვიმამ უშაფათის, ძველი სენაკის, თეკლათის, მენჯის, ჭალადიდის, ახალსოფლისა და ნოქალაქევის ადმინისტრაციული ერთეულებში ზიანი მიაყენა შიდა საავტომობილო გზებს, საკარმიდამო ნაკვეთებს, მოსავალს, საცხოვრებელ სახლებს. ანალოგიური მდგომარეობაა სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებშიც.
 

2022-06-23 - სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ წუთებშიც გრძელდება

სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სტიქიის სალიკვიდაციო და აღდგენითი სამუშაოები გრძელდება.
ქალაქსა და ადმინისტრაციულ ერთეულებში, სტიქიის შედეგად დაზიანებულ ლოკაციებზე, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ამ წუთებშიც იმყოფება.
სენაკის სოფლებსა და ქალაქში მიყენებულ ზარალს დილიდან ითვლის სტიქიით მიყენეული ზარალის დამთვლელი კომისია.
24 საათიან რეჟიმში მუშაობენ მუნიციპალური და სამაშველო სამსახურები. ასევე შექმნილია მოხალისეობრივი ჯგუფები, რომლებიც დატბორილ კერძო სახლებსა და ეზოებს შლამისა და ინერტული მასალისგან გაასუფთავებენ.
დილიდან მოხალისეობრივი ჯგუფების ოდენობა იზრდება და სხვადასხვა ქუჩებზე გადანაწილდება.
სენაკში მუნიციპალიტეტის სამსახურები გადაყვანილია საგანგებო რეჟიმზე. ადგილზე მუშაობს მძიმე ტექნიკა.
 

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : (995) 599 85 04 19