სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 3
911
121718
22
27 

2022-06-07 - ტრენინგი _ ნარჩენებისა და დასუფთავების სერვისების მართვაზე

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, გაეროს (UNDP) და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ერთობლივი პროექტის - ,,ქუჩების დასუფთავების და ნარჩენების მართვის სერვისებისთვის საქმიანობის მართვის სისტემის შემუშავება" ფარგლებში, ტრენინგი მიმდინარეობს.ტრენინგს ესწრებიან ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლები, რომლებიც ნარჩენების მართვის გეგმებზე მუშაობენ, ასევე საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრის წარმომადგენლები.პროექტის მიზანია შემუშავდეს ნარჩენების მართვის სისტემა, რაც მუნიციპალიტეტებს მისცემს შესაძლებლობას პრობლემების დიაგნოსტირება ადრეულ ეტაპზევე მოახდინონ და შესაბამისად, გამოწვევები დროულად აღმოფხვრან.ამ მიმართულებით შეიქმნა სამუშაოს შესრულების მართვის სისტემის ვებ. აპლიკაცია, რომლის მიზანია მყარი ნარჩენების და ქუჩების დაგვა-დასუფთავების სერვისების მართვა.პროექტი - ,,ქუჩების დასუფთავების და ნარჩენების მართვის სერვისებისთვის საქმიანობის მართვის სისტემის შემუშავება" მიმდინარეობს გაეროს დაფინანსებით, მოიცავს 39 მუნიციპალიტეტს და მას ადგილობრივი კომპანია - პოლიტიკისა და მართვის კონსალტინგ ჯგუფი - PMCG ახორციელებს.

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : (995) 599 85 04 19