სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 3
911
121718
22
27 

2022-06-02 - სხივის ქუჩის სარებილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა

👉ეს სენაკის მუნიციპალიტეტის ძველი სენაკის ადმინისტრაციული ერთეულის სხივის ქუჩაა, სადაც წლების შემდეგ, პირველად ხორციელდება საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი.
✅იგება ასფალტის საფარი.
✅ეს გზა ამორტიზებული იყო და მოსახლეობას გადაადგილებისას პრობლემებს უქმნიდა.
✅პროექტის განხორციელების შედეგად, მუნიციპალიტეტს კიდევ ერთი განახლებული ქუჩა შეემატება.
👉სენაკის მუნიციპალიტეტში, პარალელურად მიმდინარეობს მრავალბინიანი კორპუსების ფასადებისა და სახურავების რეაბილიტაციის პროექტები.
👉საგზაო ინფრასტუქტურული სამუშაოები გრძელდება აგარაკის, თაყაიშვილის, მთის კალთის, ფურცელაძის, შონიას, ვახტანგ მეფის, წერეთლის ქუჩებზე, რუსთაველის მეორე ჩიხში, სამხედრო დასახლებაში.
👉საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს ლეძაძამეს, ძველი სენაკის, ნოქალაქევისა და უშაფათის ადმინისტრაციულ ერთეულებში.
 

2022-06-02 - ვეტერანი სპორტსმენი, სენაკის სასპორტო გაერთიანების სასპორტო სკოლის ძიუდოს და სამბოს დამსახურებული მწვრთნელ-მასწავლებელი, ელგუჯა გვასალია

📣📣ვეტერანი სპორტსმენი, სენაკის სასპორტო გაერთიანების სასპორტო სკოლის ძიუდოს და სამბოს დამსახურებული მწვრთნელ-მასწავლებელი, ელგუჯა გვასალია, ათენში გამართული ევროპის ჩემპიონატის მესამე ადგილის მფლობელი გახდა.
ელგუჯა გვასალიას ძიუდოში არაერთი სპორტული მიღწევა და ტიტული აქვს მოპოვებული, არის საქართველოს ორგზის ვიცე ჩემპიონი, საქართველოს ორგზის ჩემპიონი, მსოფლიო ბრინჯაოს მედლის მფლობელი, სპორტის ოსტატი ქართულ ჭიდაობაში.
ვეტერან სპორტსმენს, ევროპის ჩემპიონატზე გასამგზავრებელი თანხა სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ დაუფინანსა.
ვულოცავთ ელგუჯა გვასალიას ამ დიდ გამარჯვებას. სენაკელ ფალავანს შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ სპორტულ ასპარეზობებში.
 

2022-06-02 - გილოცავთ ამაღლების საუფლო დღესასწაულს !

Facebook    Instagram

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : (995) 599 85 04 19