სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 3
911
121718
2224
2627282930 

2022-06-01 - 1 ივნისი სენაკში საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა

🔹პირველი ივნისის აღსანიშნავად, სენაკში, მთელი დღის განმავლობაში, სხვადასხვა სახის საზეიმო და გასართობი ღონისძიება გაიმართა.

✨ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის ორგანიზებითა და მუნიციპალური აიპების ჩართულობით ჩატარდა.

🔹სანახაობრივად დატვირთულ ღონისძიებებს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად შეუერთდა.

🎨სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურისა და სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების ორგანიზებით, კოლხურის ოდის მიმდებარე ტერიტორიაზე, საბავშვო და ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.

👫გამოფენის შემდეგ, მოეწყო კოსტუმირებული მსვლელობა წითელ ხალიჩაზე.

🎵მუნიციპალიტეტის საბავშვო და ბაგა-ბაღების აღსაზრდელებსა და პედაგოგებს აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრმა უმასპინძლა, სადაც ტრადიციული საზეიმო გალა კონცერტი გაიმართა. 🗣️ ,,გულითადად გილოცავთ ბავშვთა საერთაშორისო დღეს. ძვირფასო ბავშვებო, თითოეული თქვენგანი საქართველოს ხვალინდელი დღეა, მომავალია, რომელიც აუცილებლად იქნება წარმატებული.
ამ დღეს ვულოცავ მშობლებსა და პედაგოგებს, თითოეულ მოქალაქეს. ჩვენ ერთობლივად გვაკისრია პასუხისმგებლობა, შევქმნათ საუკეთესო გარემო, სადაც ჩვენი შვილები სრულფასოვნად გაიზრდებიან და ღირსეულ, პროფესიონალ, პატრიოტ მოქალაქეებად ჩამოყალიბდებიან.
ჩვენ, ერთობლივად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მომავალი თაობის ბედნიერი ბავშვობის უზრუნველსაყოფად.
ყოველი დღე ბავშვებისაა, მათია მერმისი. ყველა პატარას ბედნიერ ბავშვობასა და საიმედო მომავალს ვუსურვებ" - აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, გამოსვლისას.

🎨სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით, ქალაქის ცენტრალურ სკვერში, ხელოვნების ცენტრის სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნახატების გამოფენა და სახეზე ხატვა მოეწყო.

🎶ამფითეატრის სცენაზე გაიმართა კონცერტი, ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობით.

✨მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით, დილიდან, ქალაქის ცენტრალურ სკვერში საბავშვო გასართობი ატრაქციები და ფოტოზონები მოეწყო;

🎊პირველი ივნისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები სენაკში, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით, დასკვნითი კონცერტით დასრულდა. 

Facebook    Instagram

 

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : (995) 599 85 04 19