სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
457
811
28
 

2022-05-30 - უფასო სამედიცინო აქცია სენაკში

ამ წუთებში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის, ვახტანგ გადელიას ინიციატივითა და მხარდაჭერით, ,,არქიმედეს კლინიკა-სენაკში”, უფასო სამედიცინო კონსულტაციებს მართავს ,,ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის" გულის რითმის მართვისა და ელექტროფიზიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ,,აბრეშუმის გზის გულის რითმის საზოგადოების" პრეზიდენტი, კარდიოლოგ-არითმოლოგი, როინ რეკვავა.
საჭიროების შემთხვევაში პაციენტებს უფასო კარდიოლოგიური კვლევები უტარდებათ.
სამედიცინო აქციის მიმდინარეობას სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, ,,არქიმედეს კლინიკის“ სამედიცინო დირექტორთან, მარეხი ადანაიასთან ერთად გაეცნო.
,,უფასო სამედიცინო აქციები არა მხოლოდ ერთი პროფილის, სხვადასხვა პროფილის ექიმებთან, პერნამენტულ ხასიათს მიიღებს“ - აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ.

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : (995) 599 85 04 19