2022-05-27 - “არქიმედეს კლინიკა-სენაკში”, უფასო კონსულტაციებს ჩაატარებს კარდიოლოგი/არითმოლოგი როინ რეკვავა.
30 მაისს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, “არქიმედეს კლინიკა-სენაკში”, უფასო კონსულტაციებს ჩაატარებს კარდიოლოგი/არითმოლოგი როინ რეკვავა.
როინ რეკვავა ხელმძღვანელობს "ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის" გულის რითმის მართვისა და ელექტროფიზიოლოგიის დეპარტამენტს". აგრეთვე, არის "აბრეშუმის გზის გულის რითმის საზოგადოების" პრეზიდენტი, რომელიც აზიის რვა ქვეყანას აერთიანებს.
კონსულტაციაზე მიიღებიან პაციენტები გულის ქრონიკული უკმარობით და არითმიებით.
სასურველია პაციენტმა თან იქონიოს ჩატარებული კვლევების პასუხები.
ვიზიტის დასაჯავშნად და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, დაგვიკავშირდით ნომერზე: 577 90 70 68;