სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
457
811
28
 

2022-05-26 - გილოცავთ 26 მაისს !

🇬🇪გილოცავთ 2️⃣6️⃣ მაისს!
#ესდღეჩვენია 🇬🇪
#ევროპისკენ 🇬🇪🇪🇺

 

Facebook     Instagram

2022-05-26 - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე სენაკში

🇬🇪26 მაისის აღსანიშნავად, სენაკში, მთელი დღის განმავლობაში, სხვადასხვა სახის საზეიმო და შემეცნებითი ღონისძიება მიმდინარეობს. 

💢საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის ორგანიზებითა და მუნიციპალური აიპების ჩართულობით იმართება. 

💢სანახაობრივად დატვირთულ ღონისძიებებს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები შეუერთდნენ. 

💢სენაკის სახვითი ხელოვნების გალერეაში გამოიფინა ოქროს ფონდში დაცული ხელოვნების უნიკალური ფერწერული ნამუშევრები, საქართველოსა და ევროპის თანამეგობრობის ამსახველი ისტორიული მასალები, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის, დიდი მამულიშვილისა და საზოგადო მოღვაწის, მერაბ კოსტავას დაბადებიდან 83 წლისთავისადმი მიძღვნილი თემატური ფოტომასალა.

💢ქალაქის ცენტრალურ მოედანზე გამოიფინა სამხედრო ტექნიკა, ზაზა ფაჩულიას სახელობის საკალათბურთო მოედანზე გაიმართა მინი ტურნირი კალათბურთში, ჟიული შარტავას სახელობის ცენტრალურ პარკში მოეწყო სხვადასხვა სივრცე - გასართობი და საბავშვო ატრაქციები; მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მიერ ორგანიზებული ყვავილების ფესტივალი, სპორტული აქტივობები - ჭადრაკში, მაგიდის ჩოგბურთში, მკლავჭიდში, ტაიკვანდოსა და ძიუდოში, ტურნირი მინი ფეხბურთში, ასფალტზე და სახეზე ხატვა. ამფითეატრის სცენა სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების აღსაზრდელებს და ფოლკლორის ცენტრის მოსწავლეებს, აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მიმდებარე ტერიტორია კი - მუნიციპალიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლების მოცეკვავეებს დაეთმო.

1️⃣6️⃣საათზე, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის საკონცერტო დარბაზში, მესამე საჯარო სკოლის, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის მოსწავლეთა მონაწილეობით, გაიმართება თემატური ღონისძიება - ,,ეს დღე ჩვენია...“ 

1️⃣7️⃣ საათიდან, ქალაქის იპოდრომზე, საქართველოს სხვადასხვა საცხენოსნო კლუბების მონაწილეობით, გაიმართება საცხენოსნო შეჯიბრი ,,მარულა 2022“, რომელიც ჩატარდება არამატერიალური, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხაში შესულ შემდეგ სახეობებში - ისინდი, ცხენბურთი და მარულა.

1️⃣7️⃣ საათსა და 1️⃣0️⃣ წუთზე, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დროს, შესრულდება საქართველოს ჰიმნი.

2️⃣0️⃣ საათიდან, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, ბენდის -„ლინდა და ¼“ მონაწილეობით, გაიმართება დასკვნითი კონცერტი. 

🇬🇪ღონისძიების წლევანდელი კონცეფციაა #ევროპისკენ - საქართველოს განაცხადი ნათელი და მკაფიოა - დღეს, ჩვენ, ერთად ვთანხმდებით, რომ გვსურს დავბრუნდეთ ევროპულ ოჯახში - ჩვენი ღირებულებებით, ჩვენი ისტორიით, ჩვენი ფასეულობებით და ჩვენი დამოუკიდებლობით.

🇬🇪ერთად აღვნიშნოთ საქართველოს დამოუკიდებლობა!

გილოცავთ 2️⃣6️⃣მაისს!🇬🇪

#ესდღეჩვენია🇬🇪
#ევროპისკენ 🇬🇪🇪🇺
 

 

Facebook  instagram

 

2022-05-26 - 26 მაისი სენაკში სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნა

🇬🇪26 მაისის აღსანიშნავად, სენაკში, მთელი დღის განმავლობაში, სხვადასხვა სახის საზეიმო და შემეცნებითი ღონისძიებები ჩატარდა.

💢16 საათზე, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის საკონცერტო დარბაზში, მესამე საჯარო სკოლის, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის მოსწავლეთა მონაწილეობით, გაიმართა თემატური ღონისძიება - ,,ეს დღე ჩვენია...“ 🎤ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დროს, 17 საათსა და 10 წუთზე, ანსამბლმა ,,მუსიკელი“ საქართველოს ჰიმნი შეასრულა.

🐎17 საათიდან, ქალაქის იპოდრომზე, საქართველოს სხვადასხვა საცხენოსნო კლუბების მონაწილეობით, გაიმართება საცხენოსნო შეჯიბრი ,,მარულა 2022“, რომელიც ჩატარდება არამატერიალური, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხაში შესულ შემდეგ სახეობებში - ისინდი, ცხენბურთი და მარულა. 

🏆შეჯიბრის დასასრულს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, გამარჯვებულ ცხენოსნებს თასები, მედლები და სიგელები გადასცა.

🎶დამოუკიდებლობის დღისამდი მიძღვნილი ღონისძიებები დღის ბოლომდე გაგრძელდება და ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, ბენდის -„ლინდა და ¼“ მონაწილეობით გამართული დასკვნითი კონცერტით და ფოიერვერკით დასრულდა. 

🇬🇪🇪🇺26 მაისის წლევანდელი კონცეფციაა #ევროპისკენ - საქართველოს განაცხადი ნათელი და მკაფიოა - დღეს, ჩვენ, ერთად ვთანხმდებით, რომ გვსურს დავბრუნდეთ ევროპულ ოჯახში - ჩვენი ღირებულებებით, ჩვენი ისტორიით, ჩვენი ფასეულობებით და ჩვენი დამოუკიდებლობით.

🇬🇪გილოცავთ 26 მაისს!
#ესდღეჩვენია🇬🇪
#ევროპისკენ🇬🇪🇪🇺
 

 

Facebok    Instagram

 

 

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : (995) 599 85 04 19