სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
457
811
28
 

2022-05-25 - მერია წარმატებულ სენაკელ ახალგაზრდას ფულად ჯილდოს გადასცემს

სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის XII კლასის წარმატებულ მოსწავლეს, გიგი გუგუნავას და სკოლა-გიმნაზიის დირექტორს, ნინო ჯანჯღავას შეხვდა.
მუნიციპალიტეტის მერმა, გიგის მოპოვებული წარმატება მიულოცა.
გიგი გუგუნავა, ნიუ იორკში, ჰოფსტრას უნივერსიტეტის (Hofstra University) ასტროფიზიკის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. მან გამოცდების შედეგად 50% გრანტი მოიპოვა, ხოლო უნივერსიტეტის ონლაინ-შიდა დაფინანსებით - 100% გრანტი.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერია წარმატებულ სენაკელ ახალგაზრდას ფულად ჯილდოს გადასცემს.

Faceboook Instagram

2022-05-25 - სენაკის მერი ვახტანგ მეფის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო

➡️ამ წუთებში, ქალაქ სენაკში, ვახტანგ მეფის ქუჩაზე, გზის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.

↘️სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, პირველ მოადგილესთან, გრიგოლ ბაღათურიასთან და საკრებულოს წევრთან, საბა ოდიშარიასთან ერთად, ვახტანგ მეფის ქუჩაზე მიმდინარე საგზაო ინფრასტურქტურულ სამუშაოებს გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

✔️პროექტის ფარგლებში, ძველი, გაუვალი საფარი, ასფალტის ახალი საფარით იცვლება.

✔️მნიშვნელოვანია, რომ რეაბილიტაცია ასევე უტარდება წყალმომარაგების სისტემას.

✔️სამუშაოების დასრულების შემდეგ, 70 ოჯახი სასმელი წყლით იქნება უზრუნველყოფილი.

✔️პროექტის ღირებულება 265 386 ლარს შეადგენს.

➡️სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთდროულად რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობს და ეტაპობრივად, მთელ მუნიციპალიტეტს მოიცავს. 

 

Facebook     Instagram

2022-05-25 - ერთად ავღნიშნოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე სენაკში!

Facebook    Instagram

2022-05-25 - სენაკის მუსიკალური ფესტივალი გრანდიოზული გალაკონცერტით დასრულდა

დღეს, ,,სენაკი არტ-ფესტი 2022’’ გრანდიოზული გალაკონცერტით საზეიმოდ დაიხურა. 

აკაკი ხორავას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გამართულ დასკვნით საღამოზე, მაყურებლის წინაშე წარდგნენ სენაკის IX მუსიკალური ფესტივალის წარმატებული მუსიკოსები. 

ლაურეატთა და დიპლომანტთა დაჯილდოების და ფესტივალის საზეიმო დახურვის ცერემონიალს ,,სენაკი არტ-ფესტის“ დამაარსებელი, ხელოვნების აკადემიის რექტორი, მსოფლიოში აღიარებული პიანისტი, სენაკის საპატიო მოქალაქე, ვალერიან შიუკაშვილი და ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის კოორდინატორი, ღვაწლმოსილი პედაგოგი, რუსუდან მილიუტინი უძღვებოდნენ.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ წარმატებები უსურვა მუსიკალური ფესტივალის თითოეულ მონაწილეს, მადლიერება გამოხატა ფესტივალის დამაარსებლის, ვალერიან შიუკაშვილისა და იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც ცხრა წლის მანძილზე თავიანთი წვლილი შეიტანეს ფესტივალის განვითარების ისტორიაში.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალირი დაცვის სამსახურის უფროსმა, ნატალია ხუბუამ, საქართველოს ქალთა საბჭოს სახელით, ვალერიან შიუკაშვილს მადლიერების სიგელი გადასცა. 

კომპეტენტურმა ჟიურიმ, ვალერიან შიუკაშვილის ხელმძღვანელობით, მოუსმინა თბილისის, რუსთავის, ქუთაისის, ბათუმის, ხაშურის, ზესტაფონის, ჭიათურას, ხარაგაულის, ბაღდათის, საჩხერის, ტყიბულის, ხელვაჩაურის, ლანჩხუთის, ხონის, წყალტუბოს, სუფსის, ზუგდიდის, სენაკის, ფოთის, აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუს, ხობის 40-მდე სამუსიკო და სახელოვნებო სკოლების 2 554 მოსწავლეს. მათგან ლაურეატის წოდება მიენიჭა - 35 წარმატებულ შემსრულებელს, გუნდსა და შემოქმედებით კოლექტივს; 400 მონაწილე - საპატიო დიპლომებით, ხოლო 1500-ზე მეტი - სიგელებით დაჯილდოვდა. 

,,სენაკი არტ-ფესტი 2022“ , რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის პატრონაჟით და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით წელს მეცხრედ გაიმართა, ავთანდილ გოგოტიშვილის სახელობის სენაკის ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის გაერთიანებულმა გუნდმა, ფესტივალის ჰიმნად ქცეული ვაჟა აზარაშვილის ,,მუსიკით’’, დაასრულა.

 

Facebok   Instagram

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : (995) 599 85 04 19