სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
457
811
28
 

2022-05-24 - ,,სენაკი არტ-ფესტის

🎼,,სენაკი არტ-ფესტი 2022’’-ის ფარგლებში, ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის სულხან ცინცაძის სახელობის საკონცერტო დარბაზში, ვირტუოზმა გიტარისტმა, ტარიელ სუარმა და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორმა, ნათია ქავთარაძემ, სამუსიკო სკოლების მოსწავლეთა ჩართულობით, მასტერკლასები ჩაატარეს.
🎤შეხვედრებზე, მათ მუსიკალური ხელოვნების ნიუანსებსა და თავიანთ პედაგოგიურ გამოცდილებაზე ისაუბრეს.
2️⃣5️⃣ მაისს, 1️⃣8️⃣ საათზე, სენაკის მუსიკალური ფესტივალი, სახელმწიფო დრამატულ თეატრში, გალაკონცერტით დასრულდება.
 

2022-05-24 - ბოლო ზარი მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიაში

🎊სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, ადგილობრივი თვითმმრთველობის წარმომადგენლებთან ერთად, წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებული სკოლა-გიმნაზიის კურსდამთავრებულთა ბოლო ზარის საზეიმო ღონისძიებას და პარაკლისს დაესწრო.
🔸მუნიციპალიტეტის მერმა კურსდამთავრებულებს სასკოლო ეტაპის დასრულება მიულოცა და წარმატებები უსურვა - ,,დღეს თქვენ ემშვიდობებით მშობლიურ სკოლას და იწყებთ ახალი, პროფესიული არჩევანის გაკეთებისა და შემდგომი სრულყოფის საუკეთესო სიახლეებით აღსავსე პერიოდს. მინდა აღვნიშნო, რომ განსაკუთრებით მეამაყება ის მიღწევები, რითაც სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეები და პედაგოგები ასე ხშირად გვახარებენ. დარწმუნებული ვარ, ეს თვალსაჩინო ახალგაზრდები კიდევ ბევრჯერ გაგვახარებენ თავიანთი მომავალი წარმატებებით. გისურვებთ გამარჯვებებს თქვენი მიზნების აღსრულების გზაზე.’’
🔸მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მიმდინარე წელს, ბოლო ზარი, საჯარო და კერძო სკოლებში, 441 კურსდამთავრებულისთვის დაირეკა.
 

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : (995) 599 85 04 19