სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
457
811
28
 

2022-05-22 - ,,რანინას" 2022 წლის ფინალისტების კონცერტი

🎶დღეს, აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, საზოგადოებრივი მაუწყებლის საბავშვო მუსიკალურ კონკურს ,,რანინას“ 2022 წლის ფინალისტების კონცერტი გაიმართა.
🎤სენაკის მეცხრე მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში გამართულ საღამოს გიგო შიუკაშვილი და ,,სენაკი არტ ფესტის“ დამაარსებელი, მსოფლიოში აღიარებული პიანისტი, ვალერიან შიუკაშვილი უძღვებოდნენ.
🎙️პოპულარული სატელევიზიო შოუს მონაწილეები მაყურებლის წინაშე მრავალფეროვანი რეპერტუარით წარდგნენ.
✔️კონცერტს მერის პირველი მოადგილე, გრიგოლ ბაღათურია, ადგილობრივი თვითმმართველობის, მუსიკალური სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

 

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : (995) 599 85 04 19