|
2022-05-20 - სენაკის მერი დევნილთა დასახლებაში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო![]() სენაკის მუნიციპალიტეტის ყოფილი სამხედრო ქალაქის დევნილთა დასახლებაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. პროექტის ფარგლებში, მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა და კეთილმოეწყო მრავალბინიანი კორპუსების ეზოები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოები. გზების სამშენებლო პროექტს და დევნილთა დასახლებაში მიმდინარე სამუშაოებს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, ადგილობრივი თვითმმართველობისა და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. 2022-05-20 - ხელოვნების დღესასწაული სენაკში![]() 2️⃣0️⃣ მაისს, 1️⃣8️⃣ საათზე, აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, სენაკის IX მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში, გაიმართება კლასიკური მუსიკის საღამო - ,,სენაკი არტ ფესტის" დამაარსებლის, მსოფლიოში აღიარებული პიანისტის, ვალერიან შიუკაშვილისა და ცნობილი პიანისტების - მიხეილ ოთარაშვილისა და ირაკლი ფხალაძის მონაწილეობით. 2022-05-20 - კლასიკური მუსიკის საღამო ,,სენაკი არტ-ფესტის" ფარგლებში![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ფესტივალის ფარგლებში, სენაკი, ![]() ![]() ![]() ![]() 2022-05-20 - სენაკში თვითნასწავლი მეწარმე ქალების გამოფენა გაიმართა![]() ![]() გამოფენას სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. სახვითი ხელოვნების გალერეაში პოლიმერულ თიხაზე, ტყავზე, ტექსტილსა და თექაზე შესრულებული ნამუშევრები, სახვითი ხელოვნების ნიმუშები, ასევე, დებიუტანტი ნორჩი მეწარმეების მიერ შექმნილი ნამუშევრები გამოიფინა. გამოფენა 29 მაისამდე გაგრძელდება. პროექტის ფარგლებში, 29 მაისს, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის წარმომადგენელთა ვიზიტია დაგეგმილი. პროექტი - ,,ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა“ მიზნად ისახავს თვითნაწავლი მეწარმე ქალების საქმიანობის პოპულარიზაციას და ეკონომიკური ხელშეწყობის მიზნით, ცნობადობის ამაღლებას. |
|