2022-05-19 - მუზეუმების დღე ციხე-გოჯში გამართულმა ღონისძიებამ დაასრულა

მუზეუმების საერთაშორისო დღე, რომელიც, ტრადიციულად, პარმენ ზაქარაიას სახელობის ნოქალაქევის არქიტექტორულ-არქეოლოგიურ მუზეუმ-ნაკრძალში, ციხე-გოჯის ისტორიულ ტერიტორიაზე იმართება, მრავალფეროვანი ღონისძიებებით დასრულდა.
მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრთან არსებულ ახალგაზრდულ თეატრ ,,ფიროსმანის’’ მსახიობების მონაწილეობით, წარმოდგენილ იქნა ილია ჭავჭავაძის პოემის მიხედვით დადგმული სპექტაკლ-კომპოზიცია ,,განდეგილი’’. რეჟისორი - ვეფხვია გორგოძე.
მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე მოეწყო „ფოტოზონები“, პოეზიის საღამო -საგანგებოდ დანთებულ კოცონთან, გაიმართა კონცერტი - მომღერალ ბოკა კვეკვესკირისა და მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიულ ანსამბლ ,,კოლხის“ მონაწილეობით.
ღონისძიებას სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
საღამო სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის და ნოქალაქევის არქიტექტორულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის ადმინისტრაციის ორგანიზებით ჩატარდა.
#მუზეუმისსაერთაშორისოდღე2022
#IMD2022
#მუზეუმებისძალა
Facebook Instagram
2022-05-19 - შვედეთის საელჩოს და UNDP-ის გარემოს დაცვის წარმომადგენელთა ვიზიტი

პროექტის - ,,კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში” ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, შვედეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ერიკ ილესმა, შვედეთის საელჩოს პროგრამების ხელმძღვანელმა, ხათუნა ზალდასტანიშვილმა, UNDP-ის გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის მიმართულების ხელმძღვანელმა, ნინო ანთაძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, ზემო ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში, დამცავი ნაგებობისა და მდინარე ცივის კალაპოტის 2,180 მეტრიან მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს.
ვიზიტის ფარლგებში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში გამართულ შეხვედრაზე, პრეზენტატორებმა - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ადგილობრივმა კოორდინატორმა, ანი ბუკიამ, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა სპეციალისტმა, დალი ქაჩიბაიამ, გარემოსდაცვითი ეკოლოგიური ასოციაცია „დეას“ წარმომადგენელმა, თამარ მალანიამ, პროექტის ფარგლებში, ცნობიერების ამაღლების მიზნით განხორციელებულ და დაგეგმილ აქტივობებზე, ამ მიმართულებით, სენაკის მუნიციპალიტეტში არსებულ მდგომარეობასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს.
ვიზიტი წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიაში, კლიმატის ცვლილების და კატასტროფების რისკის შემცირების შესახებ გამართული ტრენინგით დასრულდა.
Facebook Instagram