სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
457
811
28
 

2022-05-18 - მუზეუმების ძალა

 
 

 

Facebook   Instagram

2022-05-18 - მუზეუმების საერთაშორისო და ეროვნული სამოსის დღე სენაკში

დღეს, ჟიული შარტავას და მისივე სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმებში, მუზეუმების საერთაშორისო და ეროვნული სამოსის დღეებისადმი მიძღვნილი გამოფენა და თემატური ღონისძიება გაიმართა.
სამუზეუმო სივრცეები მსოფლიოს მუზეუმების ფოტო გამოფენას დაეთმო. ასევე გამოიფინა ეროვნული სამოსი.
ღონისძიებას სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, ადგილობრივი თვითმმართველობის, შესაბამისი სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
,,გილოცავთ მუზეუმების საერთაშორისო დღეს.
მინდა მადლიერება და პატივისცემა გამოვხატო, თქვენს მიერ სამუზეუმო საქმიანობაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის. ჩვენი ისტორიული და კულტურულ-ეთნოგრაფიული საუნჯის რუდუნებით მოვლა- პატრონობა და პოპულარიზაცია, აქ თავმოყრილი უტყვი ისტორიის ახალგაზრდობისა და ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა-ზიარება, ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია.
გულითად მადლობას გიხდით“ - აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ და მუზეუმების მეცნიერ-თანამშრომლებს მადლობის სიგელები გადასცა.
დღეს, საღამოს, 21:00 საათზე, მუზეუმების საერთაშორისო და ეროვნული სამოსის დღეებისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს ნოქალაქევის ციხე-გოჯში დაგეგმილი საღამო - ,,მუზეუმების ძალა“ დაასრულებს.

2022-05-18 - ეროვნული სამოსის დღე სენაკში კოსტუმირებული მსვლელობით აღინიშნა

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ლეგენდარული სუხიშვილების ოქროს თაობის მოცეკვავის, სენაკის საპატიო მოქალაქის, შალვა (ჯამუ) გარუჩავას სახელობის ქორეოგრაფიული სტუდია ,,კუჩხიბედინერის“ ორგანიზებით, ეროვნული სამოსის დღე სენაკში, ,,კუჩხიბედინერელთა“ კოსტუმირებული მსვლელობით აღინიშნა.
მსვლელობას სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, პირველი მოადგილე, გრიგოლ ბაღათურია, საკრებულოს წევრები - საბა ოდიშარია, ირაკლი კალანდარიშვილი, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი, გივი მისაბიშვილი შეუერთდნენ.


Facebook     Instagram

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : (995) 599 85 04 19