2022-05-16 - სენაკის მერი მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო
სენაკის მუნიციპალიტეტში გრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესი.
მენჯის ადმინისტრაციული ერთეულის სალიპატრიოს უბანში, აქტიურად მიმდინარეობს ასფალტის საფარის დაგების სამუშაოები.
პროექტის ღირებულება 278 822 ლარს შეადგენს და ივნისის თვეში დასრულდება.
საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება მიმდინარეობს ასევე ძველი სენაკის ადმინისტრაციული ერთეულის სხივის ქუჩაზე, ღირებულებით - 712 205 ლარი.
პროექტი მაისის ბოლოსთვის დასრულდება.
აღსანიშნავია, რომ ეს გზები ამორტიზებული იყო და მოსახლეობას გადაადგილებისას პრობლემებს უქმნიდა.
აღნიშნულ ლოკაციებზე სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, პირველ მოადგილესთან, გრიგოლ ბაღათურიასთან და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ამ ეტაპზე აქტიურად ხორციელდება 16 სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი.