სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
457
811
28
 

2022-05-14 - გილოცავთ თამარობას!

Facebook    Instagram

2022-05-14 - არქიმანდრიტ მელქისედეკს (მიქავა), 77 წელი შეუსრულდა.

14 მაისს, თამარობას, მენჯის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვარს, არქიმანდრიტ მელქისედეკს (მიქავა), 77 წელი შეუსრულდა.

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, პირველ მოადგილესთან, გრიგოლ ბაღათურიასთან და საკრებულოს წევრთან, გიგა წურწუმიასთან ერთად, შუშანიების სავანეს ესტუმრა, მოძღვარს იუბილე მიულოცა და სიმბოლური საჩუქარი გადასცა.

42 წელია, ღვაწლის სიმრავლით გამორჩეული ,,მწყემსი კეთილი'' დაუღალავად ემსახურება ჩვენი ქვეყნის სულიერ ცხოვრებას. 

მამა მელქისედეკი, 1979 წელს, ქალაქ ბათუმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში იკურთხა მღვდლად, შემდგომში, მიტროპოლიტ დავით ჭკადუას მიერ.

სენაკში, ჯიხეთის დედათა მონასტრიდან, 1981 წელს ჩამოვიდა და მას შემდეგ, თავისი კეთილი საქმეებით, სენაკელთა დიდი სიყვარული და მოწიწება დაიმსახურა.

იგი, სამოქალაქო ომის დროს და ასევე, 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკულ დღეებში, ხალხის გვერდით იდგა, ამხნევებდა და აძლიერებდა მათ.

მნიშვნელოვანია არქიმანდრიტ მელქისედეკის ღვაწლი წმინდა ბერის, ალექსი შუშანიას ლიტერატურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის საქმეში.

მისი ორგანიზებით დაიბეჭდა ღირსი მამის, ალექსი ბერის ხელნაწერების სახით შემონახული არაერთი მოძღვრება და პოეტური მემკვიდრეობა.

აღსანიშნავია, რომ არქიმანდრიტ მელქისედეკის ძალისხმევით აშენდა მცირე ბაზილიკური ტაძარი, სადაც განისვენებენ წმინდა ალექსი ბერი, მისი ბიძაშვილები, მონასტრის მოამაგენი - იღუმენია ფასტო, სქემონაზონი აკეფსიმა და მამა
ალექსის ბიოგრაფი, საქართველოს დამსახურებული პედაგოგი, ონოფრე შუშანია.

ასევე, ამ პერიოდში გაიხსნა წმინდა ალექსი ბერის სახელობის სახლ-მუზეუმი.

განუზომელია არქიმანდრიტ მელქისედეკის ღვაწლი არა მხოლოდ სენაკის, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით, სულიერი ცხოვრების საქმეში.

მიმდინარე წლის 31 იანვარს, მენჯის მთავარანგელოზთა სავანეში მოღვაწე წმ. ალექსი ბერის (შუშანია) ხსენების დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, ღვთისა და ერის წინაშე მსახურებაში ხანგრძლივი ღვაწლის, მენჯის მთავარანგელოზთა სახელობის მონასტრის, ალექსი ბერის სახელობის ბაზილიკური ტაძრის, წმინდა ალექსი სენაკელის სახელობის მუზეუმის აღმშენებლობისა და ალექსი შუშანიას ლიტერატურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი უმნიშვნელოვანი წვლილისთვის, მენჯის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვარს, არქიმანდრიტ მელქისედეკს (მიქავა), სენაკის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭა.

Facebook    Instagram

2022-05-14 - ეხვედრა ,,დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" ფარგლებში

🔹დღეს, მერიის სხდომათა დარბაზში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, კომპანია ,, Transford • ტრანსფორდის“ (პეის ჯგუფი) დირექტორი, ვასილ მაზიაშვილი, ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის უსაფრთხოების დირექტორი, დავით სულხანიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, USAID/Georgia-ს პროგრამის - „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ ფარგლებში, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს და სენაკელ ახალგაზრდებს შეხვდნენ.
✅შპს „ტრანსფორდი“, ფოთის საზღვაო სასწავლო-საწვრთნელ ცენტრთან ერთად ახორციელებს მოკლევადიანი სასწავლო კურსის პილოტირებას - მძღოლ-ოპერატორებისა და დოკერებისთვის, დასაქმების პერსპექტივით.
✅სასწავლო კურსის ღირებულება სრულად ფინანსდება შპს ,,ტრანსფორდის“ მიერ და ხანგრძლივობა 6 კვირას მოიცავს.
✅დასაქმების მსურველებმა რეგისტრაცია 1️⃣6️⃣ მაისამდე უნდა გაიარონ.
✅სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ, ისინი შესაბამის სერთიფიკატს მიიღებენ დოკერის ან მძღოლ-ოპერატორის პოზიციებზე დასაქმდებიან.
✅დასაქმების მსურველები, დეტალური ინფორმაციისთვის უნდა დაუკავშირდნენ: 📞577 07 65 67
 

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : (995) 599 85 04 19