2022-05-09 - ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავი

ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავთან დაკავშირებით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, გრიგოლ ბაღათურიამ, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, ყვავილებით შეამკო მეორე მსოფლიო ომში გმირულად დაღუპული ალექსანდრე წურწუმიას ძეგლი და ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები - 500 ლარს მიიღებენ
Facebook Instagram