სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
457
811
28
 

2022-05-03 - სენაკის მერი ღვაწლმოსილ ბიბლიოთეკარებს ესტუმრა

📚ბიბლიოთეკარის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის დირექტორთან, ბადრი ქუთელიასთან ერთად, ღვაწლმოსილ ბიბლიოთეკარებს - სენაკის საპატიო მოქალაქეს, ციური ხორავას და ქეთევან ლატარიას ესტუმრა, მათ პროფესიული დღესასწაული მიულოცა და მადლობის სიგელები გადასცა.
 
🗣️,, მინდა მადლიერება გამოვხატო თქვენს მიერ საბიბლიოთეკო სფეროში ათწლეულების მანძილზე გაწეული დაუღალავი ღვაწლისთვის.
 
გამორჩეულია თქვენი წვლილი ჩვენს მუნიციპალიტეტში წიგნიერი თაობების ჩამოყალიბებისა და მათი სრულფასოვანი განვითარების საქმეში.
 
გიხდით გულითად მადლობას, ამ დიდ კეთილშობილურ საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის“ - აღნიშნა ვახტანგ გადელიამ, მათთან სტუმრობისას.

Facebook Instagram

2022-05-03 - შეხვედრა მერიის სამსახურებისა და აიპების ხელმძღვანელებთან

🔹სამუშაო დღე სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, მერიის სამსახურებისა და მუნიციპალური აიპების ხელმძღვანელებთან შეხვედრით დაიწყო.
🔵სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, დეტალური ინფორმაცია მიიღო საანგარიშო კვირის ფარგლებში განხორცილებული აქტივობების, ინფრასტრუქტურულ, სოციალურ-ეკონომიკურ, კულტურულ-საგანმანათლებლო სექტორებში დაგეგმილი პროექტების და ზედამხედველობითი ღონისძიებების მიმდინარეობის შესახებ.
🔵სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ისაუბრა პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამების ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი პროექტების შესახებ.
🗣️,,პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ინიცირებული თითოეული პროგრამა ჩვენი მოქალაქეების საჭიროებებსა და მათ კეთილდღეობაზეა გათვლილი.
პრემიერის ინიცირებული პროგრამის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით აშენდება 90 და რეაბილიტირდება 412 საბავშვო ბაღი.
ამ მიმართულებით, სენაკის მუნიციპალიტეტში, რეაბილიტირდება მუნიციპალიტეტის 12 საჯარო სკოლა, აშენდება 2 საჯარო სკოლა - არნოლდ ჩიქობავას სახელობის ძველი სენაკის და ქალაქის მესამე საჯარო სკოლები, ასევე, ჟიული შარტავას სახელობის მეორე საჯარო სკოლის სპორტული კომპლექსი.
სკოლამდელი აღზრდის სექტორში - რეაბილირიდება 6 საბავშვო ბაღი, აშენდება ძველი სენაკის საბავშვო ბაღი.
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული პროგრამის - ,,განახლებული რეგიონების" ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტში, ჭავჭავაძის ქუჩაზე არსებული სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.
პარალელურად, მიმდინარეობს რუსთაველის ქუჩაზე არსებული ცენტრალური პარკის მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები.
მუნიციპალიტეტში, ამ ეტაპზე, ასევე აქტიურად მიმდინარეობს მრავალბინიანი კორპუსების ფასადებისა და სახურავების რეაბილიტაციის პროექტები. კერძოდ, ნოსირის ადმინისტრაციულ ერთეულში, რეაბილიტირდება 3 მრავალბინიანი კორპუსი, ასევე, ქალაქში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მიმდინარეობს კორპუსების ფასადების რეაბილიტაციის პროცესი.
პარალელურად, საგზაო ინფრასტუქტურული სამუშაოები გრძელდება აგარაკის, თაყაიშვილის, მთის კალთისა და ფურცელაძის ქუჩებზე.
არსენას ქუჩაზე დასრულების ეტაპზეა მინი სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები.
უახლოეს დღეებში ვგეგმავთ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაციის მორიგი ეტაპის დაწყებას, რომლის ფარგლებში, ქალაქად რეაბილიტირდება შონიას, ვახტანგ მეფის, წერეთლის ქუჩები, რუსთაველის მეორე ჩიხი, ასევე, კეთილმოეწყობა სამხედრო დასახლებაში არსებული კორპუსების ეზოები, რეაბილიტაცია ჩაუტარდება შიდა გზებს.
საგზაო ინფრასტრუქტურულუ სამუშაოები დაიწყება ლეძაძამეს ადმინისტრაციულ ერთეულში, ძველი სენაკის ადმინისტრაციულ ერთეულში - 3 ლოკაციაზე - სოფელ კოტიანეთში, საარჩაიოს უბანსა და სხივის ქუჩაზე; მენჯის ადმინისტრაციულ ერთეულის სალიპარტიოს უბანში; ნოქალაქევის ადმინისტრაციული ერთეულში - 2 ლოკაციაზე, ასევე, უშაფათის ადმინისტრაციულ ერთეულში" - აღნიშნა ვახტანგ გადელიამ.

Facebook Instagram

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : (995) 599 85 04 19