სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
457
811
28
 

2022-05-01 - სენაკის მერმა ბიბლიოთეკარებს პროფესიული დღესასწაული მიულოცა

📚ბიბლიოთეკარის დღესთან დაკავშირებით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსთან, ნანა ზარანდიასთან და ადგილობირივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, საჯარო ბიბლიოთეკაში, ბიბლიოთეკარებს შეხვდა, მათ პროფესიული დღესასწაული მიულოცა და მადლობის სიგელები გადასცა.
🗣️,, ძვირფასო ბიბლიოთეკარებო, გილოცავთ პროფესიულ დღესასწაულს.
პატივისცემას იმსახურებს ყველა ადამიანი, რომელმაც ეს პროფესია აირჩია.
მადლობა თითოეულ თქვენგანს გაწეული დაუღალავი შრომისთვის“ - აღნიშნა ვახტანგ გადელიამ.
 

2022-05-01 - 🗞️1 მაისი ჩვენი ქალაქის თითქმის საუკუნოვანი მემატიანის - გაზეთ ,,კოლხეთის'' დაარსების დღეა.

🗞️1 მაისი ჩვენი ქალაქის თითქმის საუკუნოვანი მემატიანის - გაზეთ ,,კოლხეთის'' დაარსების დღეა.

🔹ამ თარიღთან დაკავშირებით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, კოლხეთელებს შეხვდა, გაზეთის დაარსების 99-ე წლისთავი მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

🗣️,,გაზეთი ,,კოლხეთი’’ ისტორიითა და კულტურული ტრადიციებით მდიდარი კუთხის მაჯისცემას ათწლეულების მანძილზე ასახავდა. ამ საქმეს არაერთი დამსახურებული ჟურნალისტი და გამორჩეული პიროვნება ემსახურებოდა. ,,კოლხეთის“ რედაქციასთან მრავალი სახელოვანი მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე და ხელოვნების წარმომადგენელი თანამშრომლობდა. მის წიაღში აიდგა ფეხი სენაკის ბევრმა ღირსეულმა შვილმა. 

მშობლიური გაზეთის ასეთი სიცოცხლისუნარიანობა დასაფასებელია.

გილოცავთ, კოლხეთელებო. პროფესიულ საქმიანობაში წინსვლასა და წარმატებებს გისურვებთ.

მე პირადად, ისევე როგორც ჩვენი გუნდი, ყოველთვის ვიდგებით თქვენს გვერდით და შევეცდებით თქვენი საქმიანობის ღირსეულად დაფასებას“ - აღნიშნა შეხვედრისას მუნიციპალიტეტის მერმა.

Facebook     Instagram

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : (995) 599 85 04 19