სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
568
910
22
232429
 

2022-01-20 - ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამა" ძველ სენაკში

🔹„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის თოთხმეტივე ადმინისტრაციულ ერთეულში 62 პროექტი განხორციელდა.
✅პროექტის ფარგლებში, ძველი სენაკის ადმინისტრაციული ერთეულისთვის 84 000 ლარი გამოიყო.
✅ძველი სენაკის ადმინისტრაციულ ერთეულში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა, მოსახლეობის სასურველი პროექტების განხორციელებას მოხმარდა: გარე განათების სისტემა მოეწყო სორტაში, კოტიანეთსა და ზემო სორტაში; სოფელ ძველი სენაკის მინი სპორტულ მოედანზე მოეწყო ხელოვნური საფარი; სოფელ საჩიქობავოში, ორ ხიდ-ბოგირზე - სათავისები, ასევე ამოიწმინდა სანიაღვრე არხი; სოფელ მეორე ნოსირში რეაბილიტირდა ცენტრალური სკვერი.
🔹ხელისუფლების მიერ დანერგილი ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ არის საუკეთესო საშუალება იმისათვის, რომ მოსახლეობის საჭიროებებსა თუ პრობლემებზე რეაგირება მოხდეს დროულად და თითოეული პროექტი თავად მოქალაქეებმა აირჩიონ.
 
 

2022-01-20 - სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, ტელეკომპანია ,,მთავარი არხზე

სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, ტელეკომპანია ,,მთავარი არხზე" გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა.
მუნიციპალიტეტის მერი ტელეკომპანიის ეთერში გასულ სიუჟეტს მორიგ სიცრუეს უწოდებს და განცხადებას ავრცელებს: ,, მინდა გამოვეხმაურო ტელეკომპანია ,,მთავარ არხზე" გასულ სიუჟეტს, რომელშიც ამჯერადაც ცრუ ბრალდებები გაჟღერდა.
15 იანვარს, დიდთოვლობის გამო, შესაბამისი ტექნიკით, საავტომობილო და შიდა გზების თოვლისგან გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობდა.
გზების დეპარტამენტთან, მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურებთან და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან ერთად, ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილების სამუშაოების ოპერატიულად ჩატარებას უზრუნველვყოფდით.
იმავე საღამოს, როდესაც მაღალი ზონის სოფლებში არსებულ ვითარებას და ტექნიკის მუშაობას ვეცნობოდით, ჩვენი ავტომანქანა თოვლში ჩარჩა და მისი გამოყვანა მხოლოდ სხვა ავტომანქანის დახმარებით გახდა შესაძლებელი. ეს ფაქტი კი ოპოზიციურმა მედიამ ავტოავარიად და ,,დრიფტაობად” შერაცხა.
მოვუწოდებ ჟურნალისტებს, ვინც ამ დეზინფორმაციის გავრცელებაზე დავალება მიიღო და შემდეგ შეასრულა: წესით თქვენი პროფესიული ვალდებულებაა სიმართლის მიწოდება საზოგადოებისთვის და არა პირიქით — დეზინფორმაციით ჩვენი მოქალაქეების მოტყუება.
მჯერა, არც ამჯერად დაიჯერებს საზოგადოება თქვენს მორიგ ტყუილს!"
 

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : (995) 599 85 04 19