სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
568
910
22
232429
 

2022-01-18 - შეხვედრა კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, პირველ მოადგილესთან, გრიგოლ ბაღათურიასთან ერთად, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის ხელმძღვანელს, ანზორ ქობალიას, ამავე ცენტრის წარმომადგენელს, თამარ აბსანძეს, სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორს, ანა ჭიჭაღუას, მუნიციპალიტეტის სკოლამდელი და ზოგადსაგანმანათლებლო სექტორების ხელმძღვანელებს შეხვდა.

სამუშაო შეხვედრაზე განხილულ იქნა ჩვენი დროის გლობალური გამოწვევის - კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ერთობლივად გასატარებელი ღონისძიებები, ვაქცინაციის პროცესში სკოლამდელი და ზოგასაგანმანათლებლო სექტორების და ზოგადად, მოსახლეობის აქტიური ჩართულობა.

მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ვირუსული ინფექციის გავრცელების რისკის შესამცირებლად, ასევე სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების თანმიმდევრულად და ეფექტიანად დაძლევისთვის შექმნილი სამუშაო ჯგუფი გააგრძელებს მუშაობას, რომ ვაქცინაციის პროცესმა, სენაკის მუნიციპალიტეტი ოპერატიულად და დროულად მოიცვას, რადგან იმუნიზაცია ვირუსისგან დაცვის ეფექტური, უსაფრთხო და უალტერნატივო საშუალებაა.

შეხვედრაზე იმსჯელეს ქალაქის უბნებსა და ადმინისტრაციული ერთეულების ამბულატორიებში, გამსვლელი მობილური ბრიგადების დახმარებით, ადგილებზე მოსახლეობის ვაქცინაციის ჩატარების შესახებ, საუბარი ასევე შეეხო ასაცრელი მოსახლეობის ტრანსპორტით უზრუნველყოფის, ამ საქმეში მერის წარმოადგენლების აქტიური ჩართულობის საკითხებს.

აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული, კორონავირუსის ვაქცინაციის წახალისების 200-ლარიანი პროგრამა იანვარშიც გაგრძელდება.

წახალისების პროგრამით სარგებლობა ახლა უკვე 50 წლის და უფროსი ასაკის საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზის ჩატარების შემდეგ 200 ლარიანი ერთჯერადი დანამატი ავტომატურად ჩაერიცხება ვაქცინირებულ პირს.

ავიცრათ ერთმანეთისთვის!

#ვაქცინაგვიცავს
#აიცერი
#StopCovid

 

Facebook   Instagram

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : (995) 599 85 04 19