სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
568
910
22
232429
 

2022-01-16 - სენაკში შშმ პირთა საოჯახო საცხოვრისი გაიხსნა 6 პროდუქტი

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და სოციალური ინკლუზიის მხარდამჭერი ორგანიზაციის „ხელი ხელს“ ინიციატივით, სენაკში, პირველი საოჯახო ტიპის საცხოვრისი გაიხსნა.
სენაკი სამეგრელოს რეგიონში პირველი მუნიციპალიტეტია, სადაც ზრდასრულ შშმ პირთათვის მსგავსი სერვისი ხელმისაწვდომი გახდება.
საოჯახო ტიპის საცხოვრისის გახსნის ღონისძიებას სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, პირველ მოადგილესთან, გრიგოლ ბაღათურიასთან და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
საოჯახო ტიპის სახლში 5 ადამიანი განთავსდება. ისინი დიდი ზომის, ჩაკეტილი ინსტიტუციების ნაცვლად თავისუფალ გარემოში გააგრძელებენ ცხოვრებას. საოჯახო ტიპის საცხოვრისი მათ საშუალებას აძლევს არ გაატარონ მთელი ცხოვრება იზოლირებულ გარემოში, სადაც პიროვნული თავისუფლება შეზღუდულია.
პროექტის განხორციელებით, დასაქმდა 6 სენაკელი, რომლებიც ახალი სახლის ბენეფიციარებს ყოველდღიური აქტივობების დაგეგმვაში შეუწყობენ ხელს.
 

 

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : (995) 599 85 04 19