|
2022-01-13 - ჩვენი საამაყო ფალავანები - გიორგი ჩხიკვაძე - მეხუთედ, ლუკა ოჩიგავა კი - მესამედ საქართველოს ჩემპიონები გახდნენ.![]() ჩვენი საამაყო ფალავანები - გიორგი ჩხიკვაძე - მეხუთედ, ლუკა ოჩიგავა კი - მესამედ საქართველოს ჩემპიონები გახდნენ. მსოფლიო ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონს, ჭაბუკთა შორის საქართველოს ორგზის ჩემპიონს, ახალგაზრდა სპორტსმენთა შორის საქართველოს ერთგზის ჩემპიონს, მესამე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ჩემპიონს, ევროპის ჩემპიონს, საერთაშორისო ტურნირების მრავალგზის გამარჯვებულს, საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენის ტიტულის მფლობელს, გიორგი ჩხიკვაძეს და საქართველოს ორგზის ჩემპიონს, ახალგაზრდა სპორტსმენთა შორის მესამე საპრიზო ადგილის მფლობელს, საერთაშორისო ტურნირების არაერთგზის გამარჯვებულს, ლუკა ოჩიგავას მოპოვებულ ტიტულს ვულოცავ. მათი წარმატება მშობლიური ქალაქის, თითოეული ჩვენგანის სიამაყის საფუძველი და ახალი გამარჯვებების საწინდარია. მოპოვებულ ტიტულს ვულოცავ წარმატებული სპორტსმენების მწვრთნელს, ვალერი მურღულიას. ჩვენი ქალაქისა და ქვეყნის საამაყო ახალგაზრდა სპორტსმენებს კვლავაც არაერთ ღირსეულ გამარჯვებას და აღიარებას ვუსურვებ. 2022-01-13 - უხუცეს სენაკელს, კატუშა დანელიას 100 წელი შეუსრულდა![]() ქალაქ სენაკში მცხოვრებ უხუცეს ქალბატონს, კატუშა დანელიას, 100 წელი შეუსრულდა. საუკუნის ქალბატონს იუბილე სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, პირველ მოადგილესთან, გრიგოლ ბაღათურიასთან ერთად მიულოცა. დღეიდან, კატუშა დანელია, მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური ღონისძიებების პროგრამის ,,100 წელს გადაცილებულ მოქალაქეთა დახმარება“ ფარგლებში, კვარტალურად 300 ლარს მიიღებს. დღეის მდგომარეობით, სენაკის მუნიციპალიტეტში 100 წელს გადაცილებული 3 მოქალაქე ცხოვრობს. თითოეული მათგანი კვარტალურად ღებულობს პროგრამით გათვალისწინებულ თანხას. 2022-01-13 - დღეს, ჩვენი დროის გმირს, თემურ ბოკუჩავას 39 წელი შეუსრულდებოდა![]() დღეს, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის კაპრალს, თემურ ბოკუჩავას, 39 წელი შეუსრულდებოდა. ნაკლების ნახვა
|
|