სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
568
910
22
232429
 

2022-01-12 - ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" პროექტები ნოქალაქევში

საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, 2021 წელს, სენაკის მუნიციპალიტეტისთვის 738 000 ლარი გამოიყო, რომელიც მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ადმინისტრაციულ ერთეულებზე გადანაწილდა.

მუნიციპალიტეტის 14-ივე ადმინისტრაციულ ერთეულში ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად მოიხრეშა შიდა საუბნო გზები, მოწესრიგდა სანიაღვრე არხები, მოეწყო გარე განათების სისტემა, ხიდ-ბოგირები და სხვ.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ნოქალაქევის ადმინისტრაციული ერთეულისთვის 60 000 ლარი განისაზღვრა.

ნოქალაქევის ადმინისტრაციული ერთეულის ლებაღათურიეს უბანში, საავტომობილო ხიდზე, ქვეითად მოსიარეულეთათვის მოეწყო საფეხმავლო ბილიკი; ჯიხას უბანში - სასაფლაომდე მისასვლელ გზაზე დაიგო ბეტონის საფარი და კეთილმოეწყო სკვერი; ძიგიდერის უბანში - ნაპირსამაგრი გაბიონი.

მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობამ თავად განსაზღვრა ის პრიორიტეტები, რომელთა განხორციელებაც უმნიშვნელოვანესია მათი ადმინისტრაციული ერთეულისთვის.

ეს პრინციპი განაპირობებს პროექტების მაღალეფექტიანობას და მოსახლეობის ინტერესების მაქსიმალურად დაკმაყოფილებას. 

 

Facebook   Instagram

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : (995) 599 85 04 19