2022-01-11 - სენაკს კიდევ სამი განახლებული მინი სპორტული მოედანი შეემატა

სენაკს კიდევ სამი განახლებული მინი სპორტული მოედანი შეემატა.
დასრულებულია აღმაშენებლის ქუჩაზე - ე. წ. საკირესთან, შხეფში - სტალინის ქუჩის მიმდებარედ და სანაიას ქუჩაზე არსებული მინი სპორტული მოედნების რეაბილიტაციის პროცესი.
სპორტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, პირველ მოადგილესთან, გრიგოლ ბაღათურიასთან ერთად გაეცნო.
,,ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისა და ახალგაზრდებში სპორტის პოპულარიზაციის მიზნით ინფრასტრუქტურული პროექტების აქტიურად განხორციელება ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია” - აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა.
Facebook Instagram