|
2022-01-01 - ✨საახალწლო გალა კონცერტი  ახალი 2022 წელის დადგომა სენაკელებს ადგილობრივმა შემსრულებლებბმა და ქორეოგრაფიული ანსამბლების მოცეკვავეებმა მიულოცეს.  ქალაქის ცენტრალურ მოედანზე გამართულ საახალწლო გალა კონცერტს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტან გადელია, პირველი მოადგილე, გრიგოლ ბაღათურია, საკრებულოს წევრები - გიგა წურწუმია, ლევან უჩანეიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.  წელს, პირველად, გაიმართა სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წლის წარმატებული ადამიანების დაჯილდოება.  წლის წარმატებული ექიმისა და მენეჯერის წოდება მიენიჭა სენაკის ბავშვთა საავადმყოფოს დირექტორს, ღვაწლმოსილ ექიმ-პედიატრს, ლუარა დგებუაძეს;  პანდემიის პერიოდში გაწეული მნიშვნელოვანი წვლილისთვის, წლის წარმატებული მენეჯერის წოდება მიენიჭათ სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორს, ანა ჭიჭაღუას და ამბულატორიულ-პოლიკლინიკური გაერთიანების დირექტორს, მურმან ბოჯგუას;  წლის წარმატებული მეწარმის წოდება მიენიჭა არჩილ კორსავას;  წლის წარმატებული ხელოვანის წოდება მიენიჭათ - სენაკის საპატიო მოქალაქეს, რუსუდან მილიუტინს და ღვაწლმოსოლ პედაგოგს, მხატვარ კოვალი ხუნწარიას;  წლის წარმატებული ქორეოგრაფის წოდება მიენიჭა საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის სენაკის ორგანიზაციისა და ქორეოგრაფიული სტუდია ,,კუჩხიბედინერის" ხელმძღვანელს, ქორეოგრაფ ზვიად გვასალიას;  ქალაქის კოლორიტის წოდება მიენიჭა ღირსეულ ქალაქელს, ზურაბ ჭანტურიას;  წლის წარმატებული სპორტსმენის წოდება მიენიჭათ - მსოფლიო ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონს, ჭაბუკთა შორის საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონს, ახალგაზრდა სპორტსმენთა შორის საქართველოს ერთგზის ჩემპიონს, მესამე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ჩემპიონს, ევროპის ორგზის პრიზიორს, საერთაშორისო ტურნირების მრავალგზის გამარჯვებულს, საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენის ტიტულის მფლობელს, გიორგი ჩხიკვაძეს; საქართველოს ორგზის ჩემპიონებს, ეროვნული ნაკრების და ქალთა საფეხბურთო კლუბ ,,ლანჩხუთის“ წევრებს, 2020 წლის ქალთა ლიგის წარმატებულ ახალგაზრდა ფეხბურთელებს, ნათია წოწერიას და სოფო ნარსიას.  საახალწლო გალა-კონცერტი გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.  ჯადოსნურ საახალწლო საღამოებს, 3 იანვარს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაგეგმილი აქტივობები დაასრულებს.
|