სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 2345
78101213
141517181920
21232627
2829 

2021-11-11 - საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებულ მერებს შეხვდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებულ მერებს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას მერებთან ერთად რეგიონების სახელმწიფო რწმუნებულები ესწრებოდნენ.
პრემიერ-მინისტრმა მერებს არჩევნებში გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და მათთან სამომავლო პრიორიტეტებზე ისაუბრა.
ირაკლი ღარიბაშვილმა მუნიციპალიტეტების მერებს ცენტრალური მთავრობის მაქსიმალური მხარდაჭერა აღუთქვა, რათა ის პროექტები და ინიციატივები, რომლებზეც საუბარი იყო წინასაარჩევნო კამპანიისას და მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად მოკლე ვადაში განხორციელდეს.
პრემიერმა არჩეულ მერებს კიდევ ერთხელ დაუდასტურა ცენტრალური მთავრობის მზადყოფნა, ჩაერთოს მოსახლეობისთვის პრიორიტეტული ნებისმიერი საკითხის გადაჭრაში.
ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო რწმუნებულებს მერებთან აქტიური კოორდინაცია დაავალა და მერებს მოუწოდა, მჭიდრო კომუნიკაცია ჰქონდეთ მოსახლეობასთან, რათა მაქსიმალურად იყვნენ ინფორმირებული მათი საჭიროებებისა და გამოწვევების შესახებ და ყველა პრობლემა მოქალაქეებს დროულად და ეფექტურად გადაუჭრან.
პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე ასევე მიწვეული იყო წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გია ხარჩილავა.
 

2021-11-11 - მწვანე პასპორტი

 
1 დეკემბრიდან ამოქმედდება ე.წ „მწვანე პასპორტის“ კონცეფცია
ავიცრათ ერთმანეთისთვის!
 

2021-11-11 - სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამა

📣სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის ფარგლებში, დასრულდა სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარე ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ინიცირებული საპროექტო წინადადებების შერჩევის პროცესი.

✔️კენჭისყრაზე გადასული 16 საპროექტო წინადადებიდან, ხმათა უმრავლესობით შეირჩა 2 წინადადება:

🔸ამფითეატრის მოწყობა ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში;

🔸ტროტუარების მოწყობა - ქ. სენაკი, აღმაშენებლის ქუჩა

✔️პროექტი მიზნად ისახავს მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას საჯარო ფინანსების მართვის საქმეში და მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობის ეფექტურობის ამაღლებას განსახორციელებელი პროექტების, ადგილობრივი პრიორიტეტების შესაბამისად შერჩევის გზებით.

✔️პროექტი ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით.

 

Facebook  Instagram

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : (995) 599 85 04 19