სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 12
3678
1015
181920212223
2426272930
31 

2021-10-16 - სენაკის მუნიციპალიტეტის მერის ოთხწლიანი ანგარიშის პრეზენტაცია

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ-დრამატულ თეატრში, საზოგადოების წინაშე ოთხწლიანი - 2018-2021 წლებში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული, სოციალ-ეკონომიკური და კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტების ანგარიშით წარდგა.
პრეზენტაციას საქართველოს პარლამენტის წევრი, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით ვერავა, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, სენაკის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსი შალვა სარდალიშვილი, სენაკის საპატიო მოქალაქეები, მერიის მრჩეველთა საბჭოს წევრები, მერიის, საკრებულოს, მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ების, შპს-ების წარმომადგენლები და გრანტის მფლობელი ახალგაზრდები ესწრებოდნენ.
მუნიციპალიტეტის მერმა მიმოიხილა მისი ხელმძღვანელ თანამდებობაზე მოსვლიდან დღემდე განხორციელებული უპრეცედენტო რაოდენობის და მნიშვნელობის პროექტები, რაშიც მაქსიმალური ძალისხმევა ჩაიდო. მისი თქმით, მიღწეული წარმატებები გუნდის თითოეული წევრის მაღალი პროფესიონალიზმისა და დაუღალავი შრომის შედეგია.
მერმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა სამედიცინო სექტორის ყველა წარმომადგენლის მიმართ, რომლებიც, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდანვე, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის სადარაჯოზე დგანან.
პრეზენტაციის ბოლოს, მან მადლობის სიგელები გადასცა მერიის სამსახურების და მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში მყოფი სტრუქტურების წარმომადგენლებს - მინდა გულითადი მადლიერება გამოვხატო თქვენი დაუღალავი საქმიანობისთვის, იმ დიდ საერთო საქმეში, რასაც მშობლიური სენაკის და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის განვითარებაში სასიკეთო წვლილის შეტანა ჰქვია. მჯერა, სიყვარულით და ერთობით საქმის კეთების ტრადიცია, მომავალშიც გაგრძელდება და განვითარდება - აღნიშნა ლევან კუპრეიშვილმა.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, მერმა დამსახურებულ სენაკელებს სენაკის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭება მიულოცა და შესაბამისი სიგელები და მედლები გადასცა.

2021-10-16 - სენაკის საპატიო მოქალაქის წოდება ცხრა სენაკელს მიენიჭა

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ცხრა გამორჩეულ სენაკელს ,,სენაკის საპატიო მოქალაქის" სიგელები გადასცა.
მერის სათათბირო ორგანოში - მრჩეველთა საბჭოში შესული კორესპონდენციების საფუძველზე, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება და სენაკის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭათ:
დამსახურებულ და ღვაწლმოსილ ექიმ-პედიატს დარეჯან კოკაიას - მედიცინის სფეროში ხანგრძლივი, ნაყოფიერი მოღვაწეობისა და საზოგადოებრივ საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის;
წარმატებულ ექიმს მარინე გელანტიას - მედიცინის სფეროში ხანგრძლივი, გამორჩეული მოღვაწეობისა და საზოგადოებრივ საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის;
ღვაწლმოსილ ქალბატონს ლირა ჯღარკავას - საგანმანათლებლო სფეროში ნაყოფიერი, შემოქმედებითი, ხანგრძლივი მოღვაწეობისა და თაობების ღირსეულად აღზრდის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის;
სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატს, პროფესორ ნელი ხორავას - ხანგრძლივი, ნაყოფიერი მოღვაწეობისა და საზოგადოებრივ საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის;
მედიცინის აკადემიურ დოქტორს, ენერგოინფორმაციული მედიცინის ექსპერტს, საქართველოში ჰომეოპათიური მკურნალობის ერთ-ერთ დამფუძნებელს თამაზ ფირცხელავას - მედიცინის სფეროში ხანგრძლივი, წარმატებული, გამორჩეული მოღვაწეობისა და საზოგადოებრივ საქმიანობაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის;
სენაკის კოლორიტს, ღირსეულ ქალაქელს, ,,საუკეთესო პოლიციელის“ ტიტულის მფლობელს ზურაბ ჭანტურიას - ხანგრძლივი, წარმატებული, ნაყოფიერი პროფესიული მოღვაწეობისა და საზოგადოებრივ საქმიანობაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის;
წარმატებულ მშენებელს და ქველმოქმედს იოსებ გადელიას - ნაყოფიერი, გამორჩეული პროფესიული მოღვაწეობისა და საზოგადოებრივ საქმიანობაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის;
ღირსეულ სენაკელს გრიგოლ მიქაიას - ნაყოფიერი, წარმატებული მოღვაწეობისა და მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივ საქმიანობაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის;
საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ ,,სუხიშვილების” ოქროს თაობის მოცეკვავეს მელსი გრიგოლიას - საცეკვაო ხელოვნების სფეროში ხანგრძლივი მოღვაწეობისა და ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის.
 
Facebook Instagram

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : (995) 599 85 04 19