სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
136
91114
24252628
2930 

2021-08-31 - გილოცავთ სტუდენტობას!

დღეს, იმედითა და სიხარულით აღსავსე დღეა.

ქვეყნის მასშტაბით, საჯარო და კერძო სკოლების კურსდამთავრებულებმა, მიუხედავად მსოფლიო პანდემიით შექმნილი დამაბრკოლებელი რეჟიმისა, უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სტუდენტის საპატიო წოდება მოიპოვეს.

ამ ურთულეს პერიოდში, განსაკუთრებით ამაღელვებელი და მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანისთვის, ჩვენი ახალგაზრდების წარმატებები. მათ ცხოვრებაში, პროფესიული განვითარების ახალი ეტაპის დასაწყისი.

ძვირფასო პირველკურსელებო, გილოცავთ ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას და ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ, პროფესიული სრულყოფის გზაზე, წარმატებებს გისურვებთ.

გვჯერა, თქვენი მიღწევებით, არაერთხელ ვიამაყებთ.

ლევან კუპრეიშვილი
სენაკის მუნიციპალიტეტის მერი

Facebook      Instagram

 

2021-08-31 - მუნიციპალიტეტის მერი მსოფლიო ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონს შეხვდა

🔹დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, პირველ მოადგილესთან გრიგოლ ბაღათურიასთან ერთად, ჩვენი ქალაქის საამაყო ახალგაზრდას, ახალგაზრდებს შორის ოლიმპიურ და ევროპის ჩემპიონს, მსოფლიო ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონს, გიორგი ჩხიკვაძეს შეხვდა.

გიორგი ჩხიკვაძე 2008 წლიდან ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეა.

ჭაბუკთა შორის საქართველოს ორგზის ჩემპიონმა, ახალგაზრდა სპორტსმენთა შორის საქართველოს ერთგზის ჩემპიონმა, მესამე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ჩემპიონმა, ევროპის ორგზის პრიზიორმა, საერთაშორისო ტურნირების მრავალგზის გამარჯვებულმა, საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენის ტიტულის მფლობელმა, ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ჩემპიონმა, ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ჰიმნი მესამედ ააჟღერა და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

მიმდინარე წლის 22 აგვისტოს, უფაში, ახალგაზრდა მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, სენაკელი ფალავანი ვიცე-ჩემპიონი გახდა.

მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა გიორგის მოპოვებული გამარჯვება მიულოცა და შემდგომი წარმატებები უსურვა.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერია სენაკელ ფალავანს ფულად ჯილდოს გადასცემს.

 

Facebook   Instagram

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : (995) 599 85 04 19