სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
136
91114
24252628
2930 

2021-08-27 - ვაქცინაცია ძველი სენაკის ადმინისტრაციულ ერთეულში

სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მასობრივი ვაქცინაცია გრძელდება.
დღეს, ძველი სენაკის ადმინისტრაციულ ერთეულში, ადგილობრივი მოსახლეობა, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, ადგილზე რეგისტრაციის საფუძველზე, ამბულატორიულ-პოლიკლინიკური გაერთიანების ამცრელმა ჯგუფმა აცრა.
ამ ეტაპზე, ვაქცინაცია ჩატარებულია თეკლათის, მენჯის, ეკის, ლეძაძამეს, ხორშისა და ნოქალაქევის ადმინისტრაციულ ერთეულებში.
იმუნიზაცია ასევე შესაძლებელია სენაკის ამბულატორიულ-პოლიკლინიკურ გაერთიანებაში.
ნებისმიერ მსურველს აქვს შესაძლებლობა, „არქიმედეს კლინიკაში“ ფაიზერის ვაქცინით აიცრას. ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ელექტრონულ პორტალზე booking.moh.gov.ge.

Facebook Instagram

2021-08-27 - საკირეს მთაზე არსებულ ჯვართან მისასვლელი გზის კაპიტალური რეაბილიტაცია

🔹სენაკში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება დაიწყო - ეს ე.წ. საკირეს მთაზე არსებულ ჯვართან მისასვლელი გზის კაპიტალური რეაბილიტაციის პროექტია, რომლის ღირებულება 222 221 ლარს შეადგენს.
✅ამ ეტაპზე საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
✅პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია ე.წ. საკირეს მთაზე არსებულ ჯვართან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, პარკინგის მოწყობა და LED სანათებით, არსებულ მოედანზე ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობა და გარე განათების დამონტაჟება.
✔️სამუშაოებს შპს ,,აფო“ ახორციელებს.
🔹განახლებული ინფრასტრუქტურით, მუნიციპალიტეტს კიდევ ერთი მრავალფუნქციური, მათ შორის, ტურისტული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი სივრცე შეემატება.

Facebook Instagram

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : (995) 599 85 04 19