სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
136
91114
24252628
2930 

2021-08-23 - სენაკმა თავისი ღირსეული შვილი დაკარგა

სენაკმა თავისი ღირსეული შვილი, ქართული კინოს კოლორიტული სახე, სენაკის საპატიო მოქალაქე და, უბრალოდ, განუმეორებელი ,,ღიმილის ბიჭი’’ - გოჩა ლომია დაკარგა.
გოჩა ლომიამ, რომელსაც ხალხმა, მის მიერ შესრულებული ერთ-ერთი დაუვიწყარი პერსონაჟის სახელი - ,,ბოლოკა’’ შეარქვა, თავისი ცხოვრებითა და შემოქმედებით, წარუშლელი კვალი დატოვა ქართული კულტურის ისტორიაში. იყო ღირსეული სენაკელი - მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი პეწითა და იუმორით, სითბოთი და შინაგანი თავისუფლებით გამორჩეული.
კიდევ ერთმა ,,ღიმილის ბიჭმა’’ დატოვა წუთისოფელი...
მისი სახელი დაუვიწყარია ქართული საზოგადოებისა და კინოსთვის, თითოეული სენაკელისთვის.
 

2021-08-23 - მასობრივი ვაქცინაცია ხორშის ადმინისტრაციულ ერთეულში

📌დღეს, მასობრივი ვაქცინაცია ხორშის ადმინისტრაციული ერთეულის ამბულატორიაში ჩატარდა.
💉ადგილობრივი მოსახლეობა, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, ადგილზე რეგისტრაციის საფუძველზე, ამბულატორიულ-პოლიკლინიკური გაერთიანების ამცრელმა ჯგუფმა - ქართლოს ბოჯგუამ, ფატიმა ხაბურზანიამ და ია შამათავამ აცრეს.
↘️ადმინისტრაციულ ერთეულებში ვაქცინაცია ამჯერად სინოფარმისა და სინოვაკის ვაქცინითაა შესაძლებელი.
✔️ვაქცინაციის მიმდინარეობის პროცესს სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, ამბულატორიულ-პოლიკლინიკური გაერთიანების დირექტორთან, მურმან ბოჯგუასთან ერთად გაეცნო.

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : (995) 599 85 04 19