სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
136
91114
24252628
2930 

2021-08-18 - შეხვედრა კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში

🔹დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ბაღათურიამ, კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის, ამბულატორიულ-პოლიკლინიკური გაერთიანების წარმომადგენლებთან და ოჯახის ექიმებთან, სამუშაო შეხვედრა გამართა.
✅შეხვედრაზე ეპიდემიოლოგიური ვითარება, დაწესებული შეზღუდვების აღსრულების მკაცრი კონტროლის აუცილებლობა და კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ერთობლივად გასატარებელი ღონისძიებები განიხილეს.
✅საუბარი შეეხო ადმინისტრაციულ ერთეულებში ასაცრელი მოსახლეობის დროულ ვაქცინაციას, როგორც ინფექციისგან დაცვის ეფექტურ, უსაფრთხო და უალტერნატივო საშუალებას.
💉სოფლებში ადგილზე ვაქცინაციასთან ერთად, იმუნიზაცია ასევე შესაძლებელია სენაკის ამბულატორიულ-პოლიკლინიკურ გაერთიანებაში, სადაც აცრა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინებით კეთდება.
✅მასობრივი ვაქცინაცია ჩატარდა მენჯის და თეკლათის ადმინისტრაციულ ერთეულებში და მუნიციპალიტეტის 14-ვე ადმინისტრაციულ ერთეულს მოიცავს.

2021-08-18 - ვაქცინაცია ეკის ადმინისტრაციულ ერთეულში

📌დღეს, დილიდან, მასობრივი ვაქცინაცია ეკის ადმინისტრაციულ ერთეულის ამბულატორიაში მიმდინარეობს.

💉ადგილობრივი მოსახლეობა, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, ადგილზე რეგისტრაციის საფუძველზე იცრება.

↘️ადმინისტრაციულ ერთეულებში ვაქცინაცია ამჯერად სინოფარმისა და სინოვაკის ვაქცინითაა შესაძლებელი.

✔️ვაქცინაციის მიმდინარეობის პროცესს სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, შესაბამისი სტრუქტურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

➡️საექიმო ამბულატორიები იმუნიზაციისთვის აუცილებელ ყველა სტანდარტს აკმაყოფილებენ.

✔️19 აგვისტოს, იმუნიცაზაცია ლეძაძამეს ადმინისტრაციულ ერთეულში განხორციელდება და 14-ვე ადმინისტრაციულ ერთეულს მოიცავს.

#ვაქცინაგვიცავს
#აიცერი
#VACCINED
#StopCovid
ნაკლების ნახვა

Facebook  Instagram

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : (995) 599 85 04 19