სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
136
91114
24252628
2930 

2021-08-12 - 900 წელი დიდგორის ბრძოლიდან...

 
🇬🇪🇬🇪დღეს დიდგორობაა, ეროვნული დღესასწაული ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის.
1121 წლის 12 აგვისტოს, ქართველთა ლაშქარმა, მეფე-წმინდანის, დავით აღმაშენებლის წინამძღოლობით, თურქ-სელჩუკთა თითქმის ათჯერ აღმატებულ არმიასთან გადამწყვეტ ბრძოლაში, სასწაულებრივი გამარჯვება მოიპოვა, რომელსაც, მადლიერმა შთამომავლობამ, ,,ძლევაი საკვირველი’’ უწოდა.

დღეს, ასევე, ერის ღირსეული შვილის, ცოტნე დადიანის ხსენების დღეა, ვისი რწმენა, სიყვარული და თავდადება, გმირობის და ერთგულების შეუდარებელი მაგალითი გახდა ყველასთვის.

ამ თარიღებს სიმბოლურად ემთხვევა ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე. ჩვენი ქვეყნის მომავალი სწორედ მათშია, მათ უნდა იტვირთონ, წინაპართაგან საფუძველჩაყრილი მამულიშვილური ღვაწლი.

2000 წლის 12 აგვისტოს, ცივილიზებულმა სამყარომ პირველად აღნიშნა ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე. ამით გაერომ საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, აღიარონ თაობათა ურთიერთკავშირი და აამაღლონ ახალგაზრდების ინფორმირებულობა წინსვლისა და დასახული მიზნების მიღწევის გზაზე.
 
 

2021-08-12 - მალე სენაკს სამი განახლებული მოედანი შეემატება

🔴სენაკის მუნიციპალიტეტში, სპორტის განვითარების ხელშეწყობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების უზრუნველსაყოფად, უმნიშვნელოვანესი სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა, მიმდინარეობს და იგეგმება.

⭕ამ ეტაპზე, სპორტული მოედნებისა და მიმდებარე ლოკაციების მოსაწყობად, შემდეგი ტენდერები გამოცხადდა:

🔺სანაიას ქუჩაზე არსებული სტადიონის, ქუჩისა და ჩიხის რეაბილიტაცია სანიაღვრე არხებით - სავარაუდო ღირებულებით - 210 717 ლარი;

🔺აღმაშენებლის ქუჩაზე - საკირესთან და შხეფის უბანში - სტალინის ქუჩის მიმდებარედ (სახოკიას ქუჩის დასაწყისში) - არსებული მინი მოედნების რეაბილიტაცია, სავარაუდო ღირებულებით - 81 563 ლარი;

🔴პროექტების ჯამური სავარაუდო ღირებულება შეადგენს - 292 280 ლარს. 

 

facebook  instagram

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : (995) 599 85 04 19