სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
136
91114
24252628
2930 

2021-08-10 - საგზაო ინფრასტრუქტურის განახლების პროცესი სენაკის მუნიციპალიტეტში გრძელდება

🔊🔊სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ქალაქად და სოფლად, დაგეგმილი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება.
 
➡️გამოცხადდა ტენდერი შემდეგ საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე:
 
↘️შენგელიას ქუჩის ასფალტირება - ჭავჭავაძის ქუჩიდან რკინიგზამდე, სავარაუდო ღირებულებით -71 454 ლარი;
 
↘️კანკიას ქუჩის ჩიხის რეაბილიტაცია, სავარაუდო ღირებულებით - 23 118 ლარი;
 
↘️ჯორჯაძის ქუჩის რეაბილიტაცია - რუსთაველის ქუჩიდან ჭავჭავაძის ქუჩამდე, სავარაუდო ღირებულებით - 100 228 ლარი;
 
↘️ქალაქ სენაკის ნატოჩაოს უბანში - მშვიდობის ქუჩის რეაბილიტაცია, სავარაუდო ღირებულებით - 292 585 ლარი;
 
↘️ძველი სენაკის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ კოტიანეთში - სასაფლაოსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, სავარაუდო ღირებულებით - 220 000 ლარი.
 
➡️პროექტების შესყიდვის სავარაუდო ჯამური ღირებულება 707 387 ლარს შეადგენს.
 

2021-08-10 - სამუშაო შეხვედრა კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში

🔷დღეს, ჩვენი დროის გლობალურ გამოწვევასთან, კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი ანა ჭიჭაღუა, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მენეჯერი ნანა ჯიჯიხია, შესაბამისი სამსახურების უფროსებთან ერთად, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ადმინისტრაციულ ერთეულებში საქმიანობის კოორდინაციის განყოფილებისა და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
✅შეხვედრაზე იმსჯელეს ქალაქის უბნებსა და ადმინისტრაციული ერთეულების ამბულატორიებში, გამსვლელი მობილური ბრიგადების დახმარებით, ადგილებზე მოსახლეობის ვაქცინაციის ჩატარების სამზადისის შესახებ.
✅სამუშაო შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ასაცრელი მოსახლეობის ტრანსპორტით უზრუნველყოფის, ამ საქმეში მერის წარმოადგენლების აქტიური ჩართულობის საკითხებს.
🗣️აღინიშნა, რომ ვაქცინაციის პროცესმა ოპერატიულად და დროულად უნდა მოიცვას ადმინისტრაციული ერთეულები, რადგან ვაქცინაცია ვირუსისგან დაცვის ეფექტური, უსაფრთხო და უალტერნატივო საშუალებაა.
 

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : (995) 599 85 04 19