სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
136
91114
24252628
2930 

2021-08-08 - სენაკში, 2008 წლის აგვისტოს გმირებს პატივი მიაგეს

დღეს, სენაკში, პატივი მიაგეს 2008 წლის აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული მეომრებისა და რუსეთის აგრესიას შეწირული მშვიდობიანი მოქალაქეების ხსოვნას.

ხსოვნის მემორიალი გვირგვინებით შეამკეს სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა, პირველმა მოადგილემ გრიგოლ ბაღათურიამ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ბადრი კალანდარიშვილმა, აგვისტოს ომში დაღუპული სენაკელების ოჯახის წევრებმა, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა.

ხსოვნის მემორიალის შემკობის შემდეგ, დეკანოზმა იოანე კუპრეიშვილმა, წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში, აგვისტოს ომის მსხვერპლთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინა.

13 წელი გავიდა აგვისტოს ტრაგიკული მოვლენებიდან. რუსეთის აგრესია, დასავლეთ საქართველოს მასშტაბით, ყველაზე მძიმედ სწორედ სენაკმა იწვნია.

ბრძოლის ველზე გმირულად დაეცნენ სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის კაპრალები: თემურ ბოკუჩავა და ლევან თეფანია, ქალაქის დაბომბვის შედეგად დაიღუპა სამი მოქალაქე: მეირა ინჯგია, ჯონი და როლანდ ქარდავები. იყო მსხვერპლი სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის ბაზის დაბომბვისას.

,,მინდა განსაკუთრებული მოწიწება გამოვხატო ჩვენი დროის გმირი ჯარისკაცებისა და რუსეთის აგრესიას შეწირული მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ. ქედს ვიხრი მათი და, განსაკუთრებით, ამ უმძიმეს დღეებში დაღუპული ჩვენი თანამოქალაქეების ხსოვნის წინაშე. მათი სახელები არასოდეს მიეცემა დავიწყებას” - აღნიშნა ლევან კუპრეიშვილმა.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ, სოციალური პროგრამის ფარგლებში, 2008 წლის აგვისტოს ომში და ავღანეთში, ISAF-ის მისიაში, დაღუპულთა ოჯახებს 500-500 ლარი გადასცა.
 

facebook  instagram

2021-08-08 - 2008 აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, სახელმწიფო დროშები დაეშვა

2008 წლის აგვისტოს, საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობებზე, როგორც მთელ საქართველოში, სახელმწიფო დროშები ერთდროულად დაეშვა.
აგვისტოს ტრაგიკული მოვლენებიდან 13 წელი გავიდა.
2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაიღუპნენ მეორე ქვეითი ბრიგადის კაპრალები - თემურ ბოკუჩავა და ლევან თეფანია.
სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის ბაზისა და ქალაქის დაბომბვას შეეწირნენ მებრძოლები და სამი მშვიდობიანი მოქალაქე - მეირა ინჯგია, ჯონი და როლანდ ქარდავები.
2008 წლის აგვისტოს ომმა ასევე მნიშვნელოვნად დააზიანა სენაკის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურა.
 
 
 

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : (995) 599 85 04 19