სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
136
91114
24252628
2930 

2021-08-05 - შეხვედრა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებსა და კოორდინაციის განყოფილების სპეციალისტებს ,,მუნიციპალიტეტის მიერ საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე ცნობის გაცემის შესახებ’’ იუსტიციის მინისტრის სარეკომენდაციო ინსტრუქცია გააცნეს.

სამუშაო შეხვედრას, რომელსაც მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ნანა ზარანდია, ადმინისტრაციულ ერთეულებში საქმიანობის კოორდინაციის განყოფილებისა და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის მენეჯერები: დავით ახალბედაშვილი, ნაირა სარდლიშვილი და გეოსაინფორმაციო სისტემების ოპერატორი ნატო მერმანიშვილი უძღვებოდნენ.

შეხვედრაზე, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა, წარმოდგენილ იქნა პრეზენტაციები სარეკომენდაციო ინსტრუქციის შესახებ, იმსჯელეს მუნიციპალიტეტის მიერ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების და ცნობის გაცემის პროცედურებზე.

facebook   instagram

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : (995) 599 85 04 19