სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
136
91114
24252628
2930 

2021-08-02 - კონცერტი - ცნობილი ქართველი შემსრულებლების მონაწილეობით

2 აგვისტოს, 19 საათზე, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის მიმდებარედ - ქალაქის ამფითეატრში, ცნობილი ქართველი შემსრულებლების - თემურ ცაგურიას, ზურა მანაგაძის, ნუგზარ ერგემლიძის, მაკა ქაჯაიას და კაკო ვაშალომიძის მონაწილეობით, შოუ კონცერტი გაიმართება.

პროექტი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

facebook  instagram

2021-08-02 - შეხვედრა ,,სენაკის ეტალონ მოსწავლესთან"

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, პირველ მოადგილესთან, გრიგოლ ბაღათურიასთან და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, ჟიული შარტავას სახელობის მეორე საჯარო სკოლის მეათე კლასის წარმატებულ მოსწავლეს, სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტ ,,ეტალონის“ გამარჯვებულს, ,,სენაკის ეტალონი მოსწავლის ტიტულის მფლობელს, ზურაბ წირქვაძეს შეხვდა.
 
მიმდინარე წლის 28 ივლისს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, LIVE რეჟიმში, დისტანციური ფორმატით, საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი 2021“ ჩატარდა.
 
წლების შემდეგ, სენაკის სინამდვილეში პირველად, „ეტალონის” 2021 წლის პირველი პერიოდის კონკურსის პირველი ადგილის მფლობელი ჟიული შარტავას სახელობის სენაკის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე ზურაბ წირქვაძე გახდა. მან, 6 წუთსა და 35 წამში, 61 ქულა მოიპოვა.
 
ზურა მრავალმხრივი შემოქმედებითი ნიჭით გამოირჩევა. ის სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის გიტარისტთა განყოფილების წარჩინებული მოსწავლეა. მიმდინარე წელს მას სენაკის მეშვიდე მუსიკალური ფესტივალის ლაურეატის წოდება მიენიჭა.
 
სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა ,,სენაკის ეტალონ მოსწავლეს“ მოპოვებული გამარჯვება მიულოცა, ერთჯერადი ფულადი ჯილდო -1000 ლარი გადასცა და წარმატებები უსურვა.
 
ზურაბ წირქვაძეს ასევე გადაეცა დიპლომი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 1000 ლარიანი ვაუჩერი და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის, ალექსანდრე თევზაძის გადაწყვეტილებით, 500 ლარიანი ჯილდო.
 

2021-08-02 - შოუ-კონცერტი სენაკში

დღეს, ქალაქის ამფითეატრში, ცნობილი ქართველი შემსრულებლების - თემურ ცაგურიას, ზურა მანაგაძის, ნუგზარ ერგემლიძის, მაკა ქაჯაიას და კაკო ვაშალომიძის მონაწილეობით, შოუ კონცერტი გაიმართა.

საღამოს მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი გივი მისაბიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.

სცენაზე მონატრებული ქართული სიმღერები აჟღერდა. საღამოს მაკა ქაჯაია უძღვებოდა.

პროექტი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

facebook  instagram

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : (995) 599 85 04 19