სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
10
11121317
1822
252831

2021-07-30 - სამოქალაქო-სამხედრო ურთიერთობები ,,Agile Spirit 2021-ის" ფარგლებში

,,Agile Spirit 2021-ის” ფარგლებში, სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების განმტკიცებისა და მრავალეროვნული სწავლებების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, ,,Agile Spirit 2021-ის“ ქართველმა და ამერიკელმა ხელმძღვანელებმა, ბრიგადის გენერალმა კობა გრიგოლიამ და პოლკოვნიკმა კრის მარშალმა, სენაკის მუნიციპალიტეტის მერთან ლევან კუპრეიშვილთან, პირველ მოადგილესთან გრიგოლ ბაღათურიასთან ერთად, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და სენაკელი ახალგაზრდებისთვის, მრავალეროვნული წვრთნების, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე პირიტ პიკერი და წვრთნებში მონაწილე ქვეყნების თავდაცვის ატაშეები იმყოფებოდნენ.
დეტალური ინფორმაციის გაზიარების შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, ბოლოს კი, მოწვეულ სტუმრებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
,,Agile Spirit 2021“ საქართველოში, სწავლება 5 ლოკაციაზეა გაშლილი, სადაც სხვადასხვა აქტივობა ერთმანეთის პარალელურად - სენაკში, მე-2 ქვეითი ბრიგადის ბაზაზე, სორტა/ეკის საწვრთნელ ბანაკში, ორფოლოს პოლიგონზე, ვაზიანის პოლიგონსა და ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე მიმდინარეობს. მასში ნატოსა და პარტნიორი 15 ქვეყნის 2500-ზე მეტი სამხედროა ჩართული. წვრთნები როგორც საველე, ასევე სამეთაურო-საშტაბო კომპონენტებს მოიცავს.
,,Agile Spirit 2021“ საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობისა და ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის სარდლობის ორგანიზებით იმართება და მას დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია ხელმძღვანელობს.
შეხვედრის დასასრულს, სტუმრებმა განახლებული თეატრი და ის ლოკაცია დაათვალიერეს, სადაც პირველი ავტომობილის ინსტალაციაა მოწყობილი.
 
2021-07-30 - მარათონი მრავალეროვნული სწავლების ფარგლებში

🔸დღეს, ,,მტკიცე სული 2021''-ის ფარგლებში, სწავლებაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებმა მარათონი გამართეს.
🔸მარათონის მსვლელობაში, ,,Agile Spirit 2021-ის“ ქართველ და ამერიკელ ხელმძღვანელებთან და სამხედრო პირებთან ერთად, მონაწილეობა სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, გრიგოლ ბაღათურიამ მიიღო.
🏃სპორტული აქტივობა მეგობრობის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.
🔸მარათონის დასრულების შემდეგ, ,,Agile Spirit 2021-ის“ ქართველმა და ამერიკელმა ხელმძღვანელებმა, ბრიგადის გენერალმა კობა გრიგოლიამ და პოლკოვნიკმა კრის მარშალმა, სამხედრო პირებთან ერთად, საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას ბიუსტი ყვავილებით შეამკეს და აფხაზეთისა და აგვისტოს ომებში დაღუპული ქართველი მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგეს.
 
 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : (995) 599 85 04 19