სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
10
11121317
1822
252831

2021-07-24 - რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალის სენაკური დღეები დასრულდა

რეგიონული თეატრების მეშვიდე საერთაშორისო ფესტივალის სენაკური დღეები გორისა და თელავის თეატრალური დასების სპექტაკლებით დასრულდა.

დღეს, სენაკის აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში, გორის გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატული თეატრის დასი, მაყურებლის წინაშე ფლორიან ზელერის მიხედვით დადგმული სპექტაკლით - ,,ვაჟიშვილი“ წარდგა.

სპექტაკლის რეჟისურა დავით ჩხარტიშვილს ეკუთვნის, მუსიკალური გაფორმება - მერი ბეროშვილს და  დავით ჩხარტიშვილს, მხატვრობა - თამარ ჭავჭანიძეს.


სპექტაკლში მოთხრობილია ამბავი შვილებზე. ერთდროულად იყო შვილიც და მშობელიც, ნიშნავს უზრუნველყოფდე დროთა კავშირს, აერთიანებდე წარსულს და მომავალს, მონაწილეობდე სიცოცხლის მარადიულ წრებრუნვაში, თავს გრძნობდე ამ უწყვეტი ჯაჭვის ნაწილად და იღებდე თამაშის იმ წესებს, რომელიც არ დაგიდგენია და არც არავინ იცის, საიდან მოვიდა...


,,როცა ძალიან მოგენატრები...“ - ასე უწოდა დამდგმელმა რეჟისორმა, ავთანდილ ვარსიმაშვილმა სპექტაკლს, რომელიც თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატული თეატრის დასმა წარადგინა.


სპექტაკლი სევდიანი კომედიაა. მასში მძიმე სოციალური პრობლემები, ქალზე ძალადობა, ნარკოდამოკიდებულება, აზარტული თამაშები,  მამა-შვილის ტრაგიზმამდე ასული ურთიერთობაა ასახული, რაც ოპტიმისტურად სრულდება, ანუ ,,ახალი ცხოვრების დასაწყებად“  ხდება ვითარების სიტუაციური და ფსიქო-ფიზიკური ,,რესტარტი“.


ხვალიდან, 31 ივლისის ჩათვლით, რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი ფოთში გადაინაცვლებს. სპექტაკლები ასევე გაიმართება ოზურგეთისა და ბათუმის სახელმწიფო თეატრებში.

ფესტივალი, ტრადიციულად, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება და წელს მასში მონაწილეობას ღებულობს 12 ქართული რეგიონული თეატრალური დასი და უცხოური თეატრალური დასი, ლიეტუვადან.

რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი 2015 წელს, ქალაქ ფოთში, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით დაფუძნდა.

ფესტივალის ორგანიზატორია კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდი ,,დღეს’’. სამხატვრო ხელმძღვანელია - ნინელი ჭანკვეტაძე, დირექტორი - თენგიზ ხუხია.

ფესტივალის მხარდამჭერებია სენაკის და მუნიციპალიტეტების მერიები.


#თეატრალურიდღეებისენაკში

Facebook Instagram

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : (995) 599 85 04 19