სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
10
11121317
1822
252831

2021-07-23 - 140-ე სეზონი სენაკის განახლებულ თეატრში გაიხსნა

22 ივლისიდან, სენაკის კულტურულ ცხოვრებაში ახალი ერა დაიწყო.

ოთხწლიანი ინტერვალის შემდეგ, სრულად რეაბილიტირებული კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ძეგლი - აკაკი ხორავას სახელობის სენაკის სახელმწიფო პროფესიულ დრამატული თეატრი, თანამედროვე ფრანგი მწერლის, ერიკ ემანუელ შმიტის პიესის მიხედვით შექმნილი სპექტაკლით ,,სასტუმრო ორი სამყაროს გასაყარზე“, გაიხსნა.

სპექტაკლში, რომლის რეჟისორია გიორგი თავაძე, რუსთაველის თეატრის მსახიობებმა, საპატიო სენაკელებმა - ნანა ფაჩუაშვილმა და მურმან ჯინორიამ, სენაკის აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატული თეატრის მსახიობმა თამარ აბშილავამ, ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატული თეატრის მსახიობმა ჯანო იზორიამ და სოხუმის მოზარდმაყურებელთა თეატრის მსახიობმა მარიამ კალატოზიშვილმა გადმოსცეს სასტუმრო, როგორც – მისტიური ადგილი, სადაც ადამიანებს ზღვრულ სიტუაციაში საკუთარი თავის შეცნობის საშუალება ეძლევათ. ამ ორგინალური ფსიქოლოგიური სპექტაკლით სენაკში თეატრის 140-ე სეზონი გაიხსნა.

ისტორიული თეატრის გახსნას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი, მოადგილეები - დავით კუხალეიშვილო, დავით ვერავა, ლუდუკი ხასია, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი კალანდარიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის, რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალის, ხელოვნების სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.

გახსნის ცერემონიალზე საზოგადოებას ეს მნიშვნელოვანი თარიღი მიულოცეს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწემ, დრამატურგმა გურამ ბათიაშვილმა, რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელმა ნინელი ჭანკვეტაძემ, საქართველოს თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარემ გიორგი გეგეჭკორმა.

საქართველოს თეატრალური საზოგადოების გადაწყვეტილებით, აკაკი ხორავას სახელობის პრემია გადაეცათ ქართული თეატრალური საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლებს - კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატს, მხატვრული კითხვის დიდოსტატს, კოტე მახარაძის სახელობის ტიტულის მფლობელს, მურმან ჯინორიას და ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის უხუცეს მსახიობს, გაბრიელ მდინარაძეს.

გივი სარჩიმელიძის სახელობის ჯილდო გადაეცა ღირსების ორდენის კავალერს, საქართველოს თეატრალური საზოგადოების იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარეს, ლევან როხვაძეს.

,,ამაგდარის“ წოდება მიენიჭათ სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობებს - გიორგი (ჟორა) დამენიას, გულნარა ლოხიშვილს, თენგიზ თოფურიძეს, ტექნიკურ რეჟისორს - მაია ფირცხელავას; სალომე ყანჩელის სახელობის ჯილდო გადაეცა მსახიობ თამარ აბშილავას.

23 და 24 ივლისს, განახლებული თეატრი, რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს.

ქალაქის სავიზიტო ბარათის და კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ძეგლის რეკონსტრუქცია „ქართუ" ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა.
უპრეცედენტო მასშტაბის პროექტის ღირებულება 10 მილიონ ლარამდეა.

ისტორიული შენობის რეაბილიტაციის ფარგლებში ჩატარდა პირველადი აღდგენითი სამუშაოები, გამოიცვალა შენობის სახურავი, მოეწყო თბოიზოლაციისა და სადრენაჟე სისტემები, სრულად განახლდა ელექტროგაყვანილობა; ჩატარდა ფუნდამენტისა და კედლების გამაგრებითი სამუშაოები, გარე ფასადისა და ინტერიერის სრული რეაბილიტაცია; რესტავრაცია ჩაუტარდა და აღდგა კედლის უნიკალური მხატვრობა;  დამონტაჟდა თანამედროვე სტანდარტების გარე განათების, სასცენო განათებისა და აკუსტიკის სისტემები.

თეატრში მსგავსი მასშტაბის სარეაბილიტაციო სამუშაოები არასოდეს არ ჩატარებულა.

 

Facebook Instagram

2021-07-23 - რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი ნოქალაქევში გაიხსნა

ნოქალაქევის ისტორიულ ციხე-ქალაქში, რეგიონული თეატრების მეშვიდე საერთაშორისო ფესტივალი მესხეთის (ახალციხის) პროფესიული სახელმწიფო თეატრის სპექტაკლით ,,სტუმარ-მასპინძელი“ გაიხსნა.

ფესტივალის გახსნას საქართველოს ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი ნინელი ჭანკვეტაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის, რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.
 
სიმბოლურია, რომ რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი უკვე მეორედ, ისტორიულ ციხე-ქალაქში, ნოქალაქევში გაიხნა.

23 და 24 ივლისს, ფესტივალს საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით რეაბილიტირებული სენაკის აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატული თეატრი უმასპინძლებს, 25-31 ივლისს, ფესტივალი, ფოთში გადაინაცვლებს. სპექტაკლები ასევე გაიმართება ოზურგეთისა და ბათუმის სახელმწიფო თეატრებში.

ფესტივალი,  ტრადიციულად, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება და წელს მასში მონაწილეობას ღებულობს 12 ქართული რეგიონული თეატრალური დასი და უცხოური თეატრალური დასი, ლიეტუვადან.

რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი 2015 წელს, ქალაქ ფოთში, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით დაფუძნდა.

ფესტივალის ორგანიზატორია კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდი ,,დღეს’’. სამხატვრო ხელმძღვანელია - ნინელი ჭანკვეტაძე, დირექტორი - თენგიზ ხუხია.

ფესტივალის მხარდამჭერებია სენაკის და მუნიციპალიტეტების მერიები.


საფესტივალო სპექტაკლები სპეციალურად შერჩეულ დახურულ და ღია სივრცეებში, რეკომენდაციების სრული დაცვით იმართება.

დღეს, ახლადრებილიტირებულ სენაკის თეატრში, აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის დასი მაყურებლის წინაშე პრემიერით ,,ქურდის ქურდი“ წარდგება, 18 საათზე - სენაკის თეატრი ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახლობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის დასს უმასპინძლებს.

#თეატრალური_დღეები_სენაკში

Facebook Instagram

2021-07-23 - რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალის მეორე დღე სენაკში

რეგიონული თეატრების მეშვიდე საერთაშორისო ფესტივალის მეორე დღე, საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით რეაბილიტირებულ სენაკის აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში, დარიო ფოს პიესის - ,,ძარცვა იტალიურად, ქურდის ქურდი ცხონდაო” მიხედვით დადგმული სპექტაკლით - ,,ქურდის ქურდი“ გაგრძელდა.

პრემიერაზე, სენაკის აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატული თეატრის მსახიობებმა, ეპოქის მანკიერი მხარეები გააცოცხლეს. როცა, ამორალობა და კორუფცია ქცევის ნორმა ხდება, ჩვეულებრივი და ,,პატიოსანი ქურდი“ მეტ პატივისცემას იმსახურებს, ვიდრე ყველა სხვა დანარჩენი და არა თავისი დანაშაულის, არამედ საზოგადოების სიცრუის და სიყალბის მსხვერპლად გვევლინება.

სპექტაკლის რეჟისურა და მუსიკალური გაფორმება კახა გოგიძეს ეკუთვნის, მხატვრობა - ლელა ფერაძეს.

ფესტივალის მეორე დღე ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატული თეატრის სპექტაკლით - ,,ქარი ქრის ვერხვებში“ დასრულდა.

რეჟისორი და მუსიკალური გამფორმებელი გახლავთ ნინო მაღლაკელიძე, მხატვარი - თამუნა გურგენიძე.

სპექტაკლში მოთხრობილია სამ მოხუცზე, რომელნიც ისე შეეჩვივნენ ერთფეროვან ყოფას და წარსულით ცხოვრებას, რომ ცვლილებები შიშის ზარს სცემთ... ოცნება შორსაა, შორსაა ვერხვები, რომელთა კენწეროებს ქარი გამუდმებით არხევს, თითქოს მუდმივი ქმედების მექანიზმია...

ხვალ, ფესტივალის ფარგლებში, აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატული თეატრი, გორისა და თელავის თეატრების სპექტაკლებს უმასპინძლებს.

#თეატრალური_დღეები_სენაკში

Facebook

Instagram

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : (995) 599 85 04 19