სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
10
11121317
1822
252831

2021-07-19 - საქველმოქმედო აქცია დევნილთათვის

დღეს, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, დეპუტატები - ვახტანგ ყოლბაია, თეიმურაზ მჟავია, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კოტე ბასარია, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი კალანდარიშვილი და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს აპარატის წარმომადგენლები, მენჯის ადმინისტრაციული ერთეულის კომპაქტურ დასახლებებში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას შეხვდნენ და განსაკუთრებული საჭიროების მქონე 65 ოჯახს სასურსათო ნობათი გადასცეს.
კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, განსაკუთრებული საჭიროების მქონე დევნილთათვის სოციალური მხარდაჭერის მიზნით განხორციელებული თანადგომის აქციები სისტემატურ ხასიათს ატარებს.
აქცია აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში მოქმედი საქველმოქმედო ორგანიზაციის „სოციალური სოლიდარობისათვის“ მხარდაჭერით, დეპუტაციისა და აპარატის თანამშრობლების ინიციატივით, მათივე ხელფასებიდან გაღებული სახსრებით განხორციელდა.

2021-07-19 - ,,სტუმრად ქართული თეატრის ფარგლებში“

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, პროექტის - ,,სტუმრად ქართული თეატრის ფარგლებში“, 20 ივლისს, 18 საათზე, განსაკუთრებული სიკეთითა და სითბოთი გამორჩეული ნორჩი მაყურებლებისთვის, ქალაქის ცენტრალურ სკვერში, ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი სპექტაკლს - ,,ბატის ჭუკი“ წარადგენს. 20 ივლისს, 18 საათზე, ერთად შევუქმნათ პატარა მაყურებელს ჯადოსნური თეატრალური სამყარო!

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : (995) 599 85 04 19