სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
10
11121317
1822
252831

2021-07-16 - II ქვეითი ბრიგადა

29 წლის წინ, 1992 წელს, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ჩამოყალიბდა დანაყოფი, რომელსაც 21-ე მექანიზირებული ბრიგადა ეწოდა.

2004 წელს, სწორედ, მის ბაზაზე შეიქმნა II ქვეითი ბრიგადა.
გამოცდილი სამეთაურო რგოლით დაკომპლექტებულმა ბრიგადამ, არსებობის მანძილზე, ურთულესი გზა, საამაყოდ განვლო.

პირველი საბრძოლო ნათლობა მან სამაჩაბლოში, ზემო ნიქოზში, 1992 წელს, მიიღო. შემდეგ იყო - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.

2006 წელს, 21-ე მექანიზირებული ბრიგადის ბაზაზე, მეორე ქვეითი ბრიგადა ჩამოყალიბდა და მუდმივი დისლოკაციის ადგილად ქ. სენაკი განესაზღვრა.

მეორე ქვეითი ბრიგადის ქვედანაყოფები, დღემდე, წარმატებით მონაწილეობენ საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერ ოპერაციებში.

სენაკის ბრიგადის სრულ შემადგენლობას, განურჩევლად რანგისა და წოდებისა, ჩვენს გმირ ჯარისკაცებს, ვულოცავთ ამ მნიშვნელოვან თარიღს და ვუსურვებთ პროფესიულ წინსვლას და წარმატებებს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.

Facebook Instagram

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : (995) 599 85 04 19