სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
10
11121317
1822
252831

2021-07-15 - კონსტრუქტ2

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და M2 - ის
მიერ დაფუძნებული სამშენებლო კოლეჯი ,,კონსტრუქტ2’’, ქვეყნის სამშენებლო სექტორში  მაღალკვალიფიციური პროფესიული კადრების მომზადებისა და მათი დასაქმების მიზნით, აცხადებს მიღებას შემდეგ 5 პროგრამაზე ( მისაღები ადგილების რაოდენობა - 150):

არმატურისა და ბეტონის ნაკეთობების დამზადება მშენებლობაზე;

ქარგილების, კარ-ფანჯრებისა და იატაკის მოწყობა;

საკალატოზო სამუშაოების შესრულება;

საბათქაშე სამუშაოების წარმოება;

ელექტრო-რკალური შედუღება.

პროგრამის ხანგრძლივობა არის 4-5 თვე.

2 თვის განმავლობაში მსმენელები გადიან პრაქტიკულ და თეორიულ სწავლებას დაწესებულების ბაზაზე და 2,5 თვის განმავლობაში, გაივლიან ანაზღაურებად საწარმოო პრაქტიკებს საქართველოში არსებულ ერთ-ერთ წამყვან სამშენებლო კომპანია BK Construction-ის სამშენებლო ობიექტებზე.

წარმატებული კურსდამთავრებულები დასაქმდებიან ამავე  კომპანიის ობიექტებზე, სადაც მათი წლიური შემოსავალი დაახლოებით 15 000 ლარს შეადგენს.

მიღება ასევე ხორციელდება 3 პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე:

შრომის უსაფრთხოება და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიები (სწავლების ხანგრძლივობა - 2 წელი);

თაბაშირ-მუყაოს კონსტრუქციების მონტაჟი (სწავლების ხანგრძლივობა - 14 თვე);

ინტეგრირენული პროგრამა - კომპიუტერული ქსელი და სისტემები (სწავლების ხანგრძლივობა: 3 წელი) - პროგრამა მოიცავს როგორც საშუალი საფეხურის, ასევე პროფესიის დაუფლებისთვის საჭირო მოდულებს.

პროგრამაზე სწავლა შეუძლია ყველა  მსურველს, ვისაც მიღებული აქვს საბაზო ზოგადი განათლება ( დამთავრებული აქვს 9 კლასი);

ყველა პროგრამაზე სწავლა და საერთო საცხოვრებლით სარგებლობა დაფინანსებულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ელ. ფოსტა - info@construct2.ge;

ვებ. საიტი - www.construct2.ge ;

ტელეფონი – 032 2 42 44 43;

მისამართი -  ზესტაფონი, ნ. ნიკოლაძის ქ. #28.

Facebook Instagram

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : (995) 599 85 04 19