სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
10
11121317
1822
252831

2021-07-06 - სენაკის მუსიკალური ფესტივალის საზეიმო დახურვა

დღეს, სენაკის სამუსიკო ფესტივალი, ტრადიციული გალა-კონცერტით საზეიმოდ დაიხურა.

ფესტივალის ფინალური ღონისძიება ,,სენაკის არტ-ფესტივალის“ დამფუძნებელმა, ხელოვნების აკადემიის რექტორმა, მსოფლიოში აღიარებულმა პიანისტმა, სენაკის საპატიო მოქალაქემ, ვალერიან შიუკაშვილმა გახსნა.

გალა-კონცერტში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ხელოვნების აკადემიის VII რეგიონული ფესტივალის ლაურეატებმა.

ფესტივალის ფარგლებში, კომპეტენტურმა ჟიურიმ, იმერეთის, სამეგრელოს, აჭარის, გურიის 300-ზე მეტ მოსწავლეს მოუსმინა. რომელთაგან, ხელოვნების აკადემიის ლაურეატის საპატიო წოდებით სენაკის, ქუთაისის, ბათუმის, ზუგდიდის, აბაშის, ზესტაფონის, საჩხერეს, ბაღდათის, ხონის, ლანჩხუთის, სუფსის სამუსიკო და სახელოვნებო სკოლების 30 ნორჩი მუსიკოსი დაჯილდოვდა.

აღსანიშნავია, რომ, ლაურეატის წოდების უპრეცედენტო რაოდენობა წელს სენაკის ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის საფორტეპიანო, საორკესტრო, საესტრადო, გიტარისტთა, ფოლკლორული განყოფილებებისა და ვიოლინოს კლასის მოსწავლეებს ხვდათ წილად.

საპატიო დიპლომები კი  - 100 მოსწავლეს გადაეცა.

,,არტ-ფესტი 2021’’, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის პატრონაჟითა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით წელს მეშვიდედ გაიმართა, გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა და ერთგულ მსმენელს  მომავალი წლის ზაფხულამდე დაემშვიდობა.

Facebook Instagram

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : (995) 599 85 04 19